დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/03/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/04/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/04/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.142.016289 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/04/2022 - 29/07/2022)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ” ქვეპუნქტის „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, |
| მუხლი 1 |
შემოღებულ იქნეს და დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები:
1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის. 2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის; 3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი. |
| მუხლი 2 |
განისაზღვროს და დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემდეგი განაკვეთები:
1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის, რომლის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან / და იურიდიული პირი: ა) ახალ ასაშენებელი ობიექტის ან ობიაექტის რეკონსტრუქციისათვის პროექტით გათვალისწინებული ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 1.00 ლარის ოდენობით, რომლის გადახდა უნდა მოხდეს მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს. ბ) იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ახალ ასაშენებელი და სარეაბილიტაციო წყალსადენებისა და წყალარინების მშენებლობის ასევე საკაბელო(ტელეფონი, ინტერნეტი, ელექტროსადენი და ა.შ.) თითოეული გრძივი მეტრისათვის 0.25 ლარის ოდენობით, რომლის გადახდა უნდა მოხდეს მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს გ) განთავისუფლდეს მოსაკრებლის გადახდისაგან სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა. 2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის: ა) ერთ სულ მოსახლეზე თვეში 0.40 ლარის ოდენობით. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით, ხოლო სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 100000-მდე ქულის მქონე ოჯახებისთვის ერთ სულ მოსახლეზე 0,20 ლარის ოდენობით, რომლის გადახდა უნდა მოხდეს ყოველთვიურად, ყოველი თვის 18 რიცხვამდე. ბ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის 15,00 ლარის ოდენობით ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე, რომლის გადახდა უნდა მოხდეს წლის განმავლობაში, მაგრამ არაუგვიანეს ყოველი წლის 31 დეკემბრამდე. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში იურიდიული პირი დაჯარიმდება თანხის ხუთმაგი ოდენობით. 3. სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით დიფერენცირებული სათამაშო ბიზნესის შემდეგი მოსაკრებელი: ა) კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე - კვარტალში 20 000 ლარის ოდენობით, ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე - კვარტალში 3000 ლარის ოდენობით; გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე - საპრიზო ფონდის 10 პროცენტის ოდენობით; დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – კვარტალში 300 000 ლარის ოდენობით; ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე - კვარტალში 3 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული მოსაკრებლის ბიუჯეტში გადახდა უნდა მოხდეს კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 თებერვლის №4 დადგენილება (www. matsne.gov.ge 02/03/2021). |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები