დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/03/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/04/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.22.026.016972 |
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018; სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 58-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 2. 58-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 581 მუხლი: „მუხლი 581 1. რიგითების, კაპრალების, სერჟანტების შემადგენლობის სამხედრო მოსამსახურეებს მიეცემათ დანამატი: ა) 3750 ლარის ოდენობით – ორწლიანი კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ; ბ) 6250 ლარის ოდენობით: ბ.ა) „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ; ბ.ბ) „სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტების ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 13 თებერვლის №121 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის (დანართი №1) სრული ვადის ამოწურვის შემდეგ; გ) 10000 ლარის ოდენობით: გ.ა) „კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 27 თებერვლის №122 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ; გ.ბ) „სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტების ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 13 თებერვლის №121 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის (დანართი №2) სრული ვადის ამოწურვის შემდეგ. 2. ოფიცრების შემადგენლობის სამხედრო მოსამსახურეებს მიეცემათ დანამატი: ა) 7500 ლარის ოდენობით: ა.ა) „ოფიცრის თანამდებობაზე მისაღები სამხედრო მოსამსახურის მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 27 აპრილის №303 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ; ა.ბ) „სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტების ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 13 თებერვლის №121 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის (დანართი №3) სრული ვადის ამოწურვის შემდეგ; ა.გ) „სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის“ ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 25 ივნისის №389 და „სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №729 ბრძანებებით დამტკიცებული კონტრაქტების სრული ვადის ამოწურვის შემდეგ; ა.დ) „უმცროს ოფიცერთა კურსზე ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 აპრილის №358 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ; ა.ე) „ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აკადემიაში სასწავლებლად წარსაგზავნი/წარგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 10 ივნისის №421 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ; ბ) 12500 ლარის ოდენობით: ბ.ა) „ოფიცრების მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 16 მარტის №205 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ; ბ.ბ) „სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტების ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 13 თებერვლის №121 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის (დანართი №4) სრული ვადის ამოწურვის შემდეგ. 3. სამხედრო მოსამსახურეს, წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, მიეცემა: ა) 2500 ლარი – ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში განსაზღვრული დანამატიდან, კონტრაქტის გაფორმებიდან ორი წლის შემდეგ, თუ სამხედრო მოსამსახურე ამ მუხლის ძალაში შესვლის შემდეგ არ ყოფილა დათხოვნილი სამხედრო სამსახურიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო; ბ) 2500 ლარი – ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დანამატიდან, კონტრაქტის გაფორმებიდან 2 წლის შემდეგ; გ) 2500 ლარი – ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა.გ“ – „ა.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დანამატიდან, ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდების „ლეიტენანტი“ მინიჭებიდან 2 წლის შემდეგ. 4. სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კონტრაქტის გაფორმების გამო, შეუწყდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონტრაქტი, მიეცემა შეწყვეტილი კონტრაქტის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციული დანამატი. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ჯამური ვადის გაანგარიშება ხდება სრული თვით. ამ მიზნით ერთ თვემდე ნამსახურები ვადა ითვლება სრული ერთი თვის სამსახურად. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული დანამატი არ გაიცემა ამ მუხლის ძალაში შესვლამდე გაფორმებულ კონტრაქტებზე. ამ მუხლის ძალაში შესვლამდე გაფორმებული კონტრაქტების დასრულებისათვის, დანამატი გაიცემა ამ ბრძანების 582 მუხლის შესაბამისად. 6. ამ მუხლით განსაზღვრული დანამატი გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მინისტრის მიერ დამტკიცებული კონტრაქტის პირობები ითვალისწინებს დანამატის გაცემის ვალდებულებას.“. 3. 581 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 582 მუხლი: „მუხლი 582 1. სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც მსახურობს ამ ბრძანების 581 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონტრაქტის საფუძველზე, ამ კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ, მიეცემა დანამატი 6250 ლარი – ამ მუხლის ძალაში შესვლის დღიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; ბ) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონტრაქტის საფუძველზე, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემა: ბ.ა) დანამატი 8750 ლარი – ამ მუხლის ძალაში შესვლის დღემდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და ბ.ბ) დანამატი 10000 ლარი – ამ მუხლის ძალაში შესვლის დღიდან დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; გ) მე-2 პუნქტის „ა.ა“ ან „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონტრაქტის საფუძველზე, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ, მიეცემა დანამატი 7500 ლარი – ამ მუხლის ძალაში შესვლის დღიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; დ) მე-2 პუნქტის „ა.გ“–„ა.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონტრაქტის საფუძველზე, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ, მიეცემა: დ.ა) ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდების მინიჭებიდან პირველი 5 წლის პერიოდზე, დანამატი 7500 ლარი – ამ მუხლის ძალაში შესვლის დღიდან, ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და დ.ბ) დანამატი 12500 ლარი – ამ მუხლის ძალაში შესვლის დღიდან, ამ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწიებული ვადის დასრულების შემდგომ პერიოდზე, ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; ე) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონტრაქტის საფუძველზე, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ, მიეცემა დანამატი 12500 ლარი – ამ მუხლის ძალაში შესვლის დღიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად. 2. რიგითების, კაპრალების, სერჟანტების შემადგენლობის სამხედრო მოსამსახურეებს, თუ რვაწლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე შეუწყდა: ა) ოთხწლიანი ან რვაწლიანი კონტრაქტი, რომელიც არ ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას, რვაწლიანი კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემა: ა.ა) დანამატი 8750 ლარი – ამ მუხლის ძალაში შესვლის დღემდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და ა.ბ) დანამატი 10000 ლარი – ამ მუხლის ძალაში შესვლის დღიდან დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; ბ) ოთხწლიანი ან რვაწლიანი კონტრაქტი, რომელიც ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას, რვაწლიანი კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემა: ბ.ა) დანამატი 17500 ლარი – ამ მუხლის ძალაში შესვლის დღემდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და ბ.ბ) დანამატი 20000 ლარი – ამ მუხლის ძალაში შესვლის დღიდან დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად. 3. ოფიცერს, თუ რვაწლიანი კონტრაქტის გაფორმების გამო შეუწყდა: ა) ამ ბრძანების 581 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კონტრაქტი, რვაწლიანი კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემა: ა.ა) დანამატი წლიური 1500 ლარის გაანგარიშებით, ამ მუხლის ძალაში შესვლის დღიდან იმ თარიღამდე, როდესაც უნდა დასრულებულიყო ამ ბრძანების 581 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კონტრაქტი, ფაქტობრივად ნამსახურები პერიოდის პროპორციულად; და ა.ბ) დანამატი წლიური 2500 ლარის გაანგარიშებით, ამ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თარიღიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; ბ) ამ ბრძანების 581 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე კონტრაქტი, ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდების მინიჭებიდან რვაწლიანი კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის პერიოდისათვის მიეცემა: ბ.ა) დანამატი 7500 ლარი – ამ მუხლის ძალაში შესვლის დღიდან ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდების მინიჭებიდან პირველი 5 წლის პერიოდზე, ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და ბ.ბ) დანამატი 12500 ლარი – ამ მუხლის ძალაში შესვლის დღიდან, ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწიებული ვადის დასრულების შემდგომ პერიოდზე, ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; გ) ამ ბრძანების 581 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე კონტრაქტი, რვაწლიანი კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემა დანამატი წლიური 2500 ლარის გაანგარიშებით, ამ მუხლის ძალაში შესვლის დღიდან ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; დ) ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდების მინიჭებამდე გაფორმებული კონტრაქტი, მიეცემა დანამატი, ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდების მინიჭებიდან რვაწლიანი კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის პერიოდისათვის, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გაანგარიშებით. 4. ოფიცერს, რომელსაც ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რვაწლიანი კონტრაქტი შეუწყდა ასევე რვაწლიანი კონტრაქტით, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემა დანამატი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გაანგარიშებით. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოსამსახურეებს მიეცემათ შეწყვეტილი კონტრაქტის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციული დანამატი. 6. ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში ჯამური ვადის გაანგარიშება ხდება სრული თვით. ამ მიზნით ერთ თვემდე ნამსახურები ვადა ითვლება სრული ერთი თვის სამსახურად.“. 4. 59-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 59 1. შტატების შემცირების, ავადმყოფობის, ზღვრული ასაკის საფუძველზე დათხოვნის შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურეს ამ ბრძანების 36-ე მუხლით გათვალისწინებულ შესაბამის ერთჯერად დახმარებასთან ერთად, მიეცემა ამავე ბრძანების 581 და 582 მუხლებით განსაზღვრული დანამატი ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად. 2. ავადმყოფობის საფუძველზე დათხოვნის შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურეს ამ ბრძანების 47-ე მუხლით გათვალისწინებულ შესაბამის ერთჯერად დახმარებასთან ერთად მიეცემა ამავე ბრძანების 581 და 582 მუხლებით განსაზღვრული დანამატი ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად. 3. სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის ან მიღებული ტრავმის შედეგად გამოწვეული ავადმყოფობით გარდაცვალების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა არსებობს თუ არა ამ ბრძანების 55-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, ამავე ბრძანების 581 და 582 მუხლებით განსაზღვრული დანამატი გაიცემა ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის პირველი აპრილიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები