„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამდებობებისათვის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 აპრილის №324 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 93
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/03/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.033.017574
93
31/03/2022
ვებგვერდი, 01/04/2022
010320040.22.033.017574
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამდებობებისათვის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 აპრილის №324 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №93

2022 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამდებობებისათვის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 აპრილის №324 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამდებობებისათვის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 აპრილის №324 ბრძანებაში (სსმ III, 23.04.2010 წ., №46, მუხლი 688) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამდებობებისათვის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები:

„8. სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს უფროსი:

ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება ეკონომიკის, სამართლის ან საჯარო მმართველობის სფეროში უმაღლესი განათლების მქონე პირს);

ბ) საჯარო სამსახურში ან კერძო სექტორში საფინანსო-სამეურნეო სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №782 ბრძანების ცოდნა;

დ) უცხო ენის ცოდნა;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

9. სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში ან კერძო სექტორში საფინანსო-სამეურნეო სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №782 ბრძანების ცოდნა;

დ) უცხო ენის ცოდნა;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 აპრილიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი