დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 04/04/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/04/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130000000.63.075.016147 |
|
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ამავე კანონის 24-ე მუხლის და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 01 აგვისტოს №8 ბრძანებაში (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 03/08/2015, სარეგისტრაციო კოდი: 130000000.63.075.016008) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის:
1. „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან, პროკურატურასა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ასევე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან თანამშრომლობა;“. 2. „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) სამსახურის მოსამსახურის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში მოპოვებული მასალების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად პროკურატურისთვის ან სპეციალური საგამოძიებო სამსახურისათვის დადგენილი წესით გადაგზავნა;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები