დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 90 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 30/03/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/04/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017572 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და 112-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 52-ე–54-ე პუნქტები:
„52. ამ მუხლის 51-ე პუნქტითა და „საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან (გარდა გასახურებელი თამბაქოსი) გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი) ზღვრულად დასაშვები ნორმების, მათი გაზომვისა და რეგულირების წესებისა და საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველი მასალის/კარტრიჯის/კაფსულის/კონტეინერის მოცულობის, მასში ნიკოტინის შემცველობის ზღვრულად დასაშვები ნორმებისა და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში, ასევე კოლოფსა/ბლოკსა და შეფუთვაზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილებებისა და მათი დატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 მარტის №150 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დროებითი რეგულაციის ფარგლებში, 2022 წლის 1 ივნისამდე პერიოდში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადასახადების ადმინისტრირების მიზნებისთვის, თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორი საგადასახადო ორგანოს წინასწარ, საქონლის იმპორტამდე, წერილობით წარუდგენს მის მიერ იმპორტისთვის განკუთვნილი იმ დასახელების/ქვედასახელების ფილტრიანი ან/და უფილტრო სიგარეტების შესახებ ინფორმაციას, რომელთა იმპორტისას შესაბამის დოკუმენტაციაში მითითებული სახელწოდება მოიცავს „2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე და 2403 99 900 01 და 2403 99 900 02 კოდებში მითითებულ საქონელზე საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის №314 ბრძანებით გათვალისწინებულ დასახელებას/ქვედასახელებას და რომელიც, შესაძლოა, არ იყოს მასთან სრულ შესაბამისობაში, თუმცა წარმოადგენს აღნიშნული დასახელების/ქვედასახელების პროდუქციას. 53. ამ მუხლის 52-ე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური უგზავნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რის საფუძველზეც, შესაბამისი მონაცემები აისახება „2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე და 2403 99 900 01 და 2403 99 900 02 კოდებში მითითებულ საქონელზე საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის №314 ბრძანებაში. 54. ამ მუხლის 53-ე პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის გაგზავნა და „2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე და 2403 99 900 01 და 2403 99 900 02 კოდებში მითითებულ საქონელზე საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის №314 ბრძანებაში შესაბამისი მონაცემების ასახვა ხორციელდება თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორის მიერ ინფორმაციის შემოსავლების სამსახურში წარმოდგენიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები