დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის − „სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის №89 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 162 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/03/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/03/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 06/04/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.023373 |
|
„ტექნიკური რეგლამენტის − „სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის №89 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − „სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის №89 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/02/2019, 300160070.10.003.021104) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის“ მე-11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლებს უნდა ჰქონდეთ კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული მოწმობა, რომელიც ადასტურებს, რომ მათ გაიარეს მოსამზადებელი კურსი და ჩააბარეს სპეციალური მოთხოვნების ცოდნის გამოცდა, რომელიც უნდა იქნეს შესრულებული სახიფათო ტვირთების გადაზიდვისას. მომზადება ტარდება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული საბაზო კურსისა და მომზადების სპეციალიზებული კურსების სახით. 2. შესაბამისი სწავლების კურსის დასრულებისა და გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მძღოლზე სააგენტოს მიერ გაიცემა ADR-ის მოწმობა მძღოლის მომზადების შესახებ სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული წესითა და ფორმით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 6 აპრილიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები