“საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ” საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის N 6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

“საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ” საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის N 6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/03/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.165.016429
8
30/03/2022
ვებგვერდი, 01/04/2022
010250050.35.165.016429
“საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ” საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის N 6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2022 წლის 30 მარტი

ქ. საგარეჯო

 

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ” საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „რ“ ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ” საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის N6 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 28/02/2022, 010250050.35.165.016427) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების დანართის მე-3 მუხლის  მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. პატრონიანი ცხოველი – ცხოველი, რომელსაც მოცემული პერიოდისათვის ჰყავს მეპატრონე და იმყოფება მეპატრონის კონტროლქვეშ. აგრეთვე ცხოველი, რომელსაც ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მინიჭებული აქვს პატრონიანი ცხოველის  სტატუსი.“

2. დადგენილების დანართის მე-4 მუხლის  მე-2  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცხოველს პატრონიანის სტატუსი ენიჭება მეპატრონის მიერ წინამდებარე წესით განსაზღვრული პირობებით, ცხოველის  რეგისტრაციის მომენტიდან.“

3. დადგენილებას დაემატოს მე-20 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 20 . პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისათვის

1. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 103-ე, 148-ე და 151,  მუხლების შესაბამისად.

2. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 103-ე, 148-ე და 151-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოქმს ადგენს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის იურიდიული სამსახურის   ზედამხედველობის  განყოფილება.

3. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ვალდებულნი არიან თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, ოპერატიულად უზრუნველყონ ინფორმაციის მიწოდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის იურიდიული სამსახურის ზედამხედველობის  განყოფილებისთვის მათ სამოქმედო ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან/და მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის ფაქტებზე.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეჯოს მუნიციპაალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გილაშვილი