,,ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/03/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.136.016376
4
30/03/2022
ვებგვერდი, 31/03/2022
200140030.35.136.016376
,,ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტი
 
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2022 წლის 30 მარტი

დაბა ხულო

„ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული  აქტების  შესახებ“ საქართველოს ორგანული  კანონის  20-ე  მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის საფუძველზე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
„ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge გამოქვეყნების თარიღი 31/01/2022. სარეგისტრაციო კოდი: 200140030.35.136.016373) შეტანილ  იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. შეიცვალოს დადგენილების პრეამბულა და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს  ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო  ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერენარ ბოლქვაძე