საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თანამშრომელთა მიერ სამსახურის გავლის დამატებითი პირობის შესახებ

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თანამშრომელთა მიერ სამსახურის გავლის დამატებითი პირობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი
მიღების თარიღი 07/08/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 82, 14/08/2002
სარეგისტრაციო კოდი 130.070.000.11.111.005.452
22
07/08/2002
სსმ, 82, 14/08/2002
130.070.000.11.111.005.452
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თანამშრომელთა მიერ სამსახურის გავლის დამატებითი პირობის შესახებ
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 130.070.000.11.111.005.452

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის

ბრძანება №22

2002 წლის 7 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თანამშრომელთა მიერ სამსახურის გავლის დამატებითი პირობის შესახებ“

„საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ჩატარდეს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თანამშრომლების ყოველწლიური სავალდებულო ნარკოლოგიური გამოკვლევა.

2. მინისტრის გადაწყვეტილებით, წლის განმავლობაში, პერიოდულად, შერჩევით ჩატარდეს სამინისტროს ცალკეული სტრუქტურული დანაყოფების თანამშრომლების დამატებითი ნარკოლოგიური შემოწმება.

3. კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობიდან დათხოვილ იქნენ სამინისტროს ის თანამშრომლები, რომლებიც:

ა) შეგნებულად თავს აარიდებენ ნარკოლოგიურ შემოწმებას;

ბ) მხილებულ იქნებიან ნარკოლოგიური ნივთიერებების მოხმარებაში.

4. ნარკოლოგიური საშუალებების მოხმარებაში მხილებული თანამშრომლების მიმართ გატარდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

5. დაევალოს სამინისტროს სამეურნეო და საფინანსო სამმართველოებს ნარკოლოგიური გამოკვლევის ფინანსური და მატერიალური უზრუნველყოფა.

6. დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს, მაიორ ი. ალასანიას სამინისტროს თანამშრომელთა ნარკოლოგიური გამოკვლევის ჩატარების ორგანიზება და შესრულებაზე კონტროლი.

7. ბრძანება ძალაშია 15 აგვისტოდან.

8. ბრძანება გაეცნოს სამინისტროს პირად შემადგენლობას.

ვ. ხაბურძანია