შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 26 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 26 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/03/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.119.016473
5
30/03/2022
ვებგვერდი, 31/03/2022
190020020.35.119.016473
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 26 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხონის მუნიციპალიტეტი
 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2022 წლის 30 მარტი

ქ. ხონი

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 26 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 26 აგვისტოს №22 დადგენილებაში (www. matsne gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.119.016433, 26/08/2020) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქარველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის და მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. საბჭოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

საბჭო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.“

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბჭო შედგება 12 (თორმეტი) წევრისაგან.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საბჭოს შემადგენლობაში თავმჯდომარის და მოადგილის გარდა, შედიან:

ა) ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი;

ბ) ხონის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი;

გ) ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი;

დ) ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეთა სამსახურის სპეციალისტი;

ე) ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ  საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;

ვ) ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი;

ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების 4 (ოთხი) წარმომადგენელი, რომელთაც განსაზღვრავს ხონის მუნიციპალიტეტის მერი.“.  

5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:         

„6. საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელიც არის ხონის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეთა სამსახურის  წარმომადგენელი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე