დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მარტის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | ხონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/03/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/03/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.119.016474 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მარტის №88 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 010250020.35.119.016392, 13/03/2019) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. I თავის პირველი მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ი. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-დან 18-წლამდე ასაკის დიაბეტით დაავადებული ბავშვების ყოველთვიური ფულადი დახმარების პროგრამა.“. 2. II თავის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე, 18 წლამდე ასაკის ბავშვების მეურვეზე/მზრუნველზე/მხარდამჭერზე ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა.“. 1. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის (გარდა დიაბეტის, აუტიზმის სპექტრის მქონე და ეპილეფსიის დიაგნოზით დაავადებული ბავშვები) მქონე, 18 წლამდე ასაკის ბავშვების მეურვეზე/მზრუნველზე/მხარდამჭერზე ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს თითოეულ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვან ბავშვზე 200(ორასი) ლარის ოდენობით. 2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა პირის მეურვემ/მზრუნველმა/მხარდამჭერმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) ცნობა სსიპ- სოციალური მომსახურეობის სააგენტოდან შშმ სტატუსის შესახებ; გ) ბავშვის პირადობის ან დაბადების მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) შშმ პირის მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ე) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა NIV-100/ა; ვ) ბანკის ანგარიშის ნომერი; 3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.“ 3. II თავის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-დან 18-წლამდე ასაკის დიაბეტით დაავადებული ბავშვების ყოველთვიური ფულადი დახმარების პროგრამა.“. 1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (2 წლამდე ასაკის ბავშვის შემთხვევაში დაბადებიდან რეგისტრირებული, 2 დან 18 წლამდე ასაკის ბავშვის შემთხვევაში დახმარების მოთხოვნამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში უწყვეტად რეგისტრირებული და ასევე ბავშვის მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში უწყვეტად რეგისტრირებული) 0-დან 18-წლამდე ასაკის დიაბეტით დაავადებული ბავშვების (პირველი ტიპის დიაბეტი-ინსულინზე დამოკიდებული) ყოველთვიური ფულადი დახმარება განისაზღვროს 250 (ორასორმოცდაათი)ლარისოდენობით. 3. პროგრამით სარგებლობისთვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) ცნობა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ; გ) შშმ პირის მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საინფორმაციო ბარათი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან; დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საინფორმაციო ბარათი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან; ე) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა NIV-100/ა; ვ) ბანკის ანგარიშის ნომერი. 3. დოკუმენტაციის განახლება უნდა მოხდეს წელიწადში ერთხელ. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისას ბენეფიციარს შეუჩერდება პროგრამით სარგებლობის უფლება განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენამდე. 5. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.“. 4. I თავის პირველ მუხლს დაემატოს „ი1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-დან 18-წლამდე ასაკის ეპილეფსიით დაავადებული ბავშვების ყოველთვიური ფულადი დახმარების პროგრამა.“. 5. პროგრამის II თავს დაემატოს 101 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 101. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-დან 18-წლამდე ასაკის ეპილეფსიით დაავადებული ბავშვების ყოველთვიური ფულადი დახმარების პროგრამა 1.ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (2 წლამდე ასაკის ბავშვის შემთხვევაში დაბადებიდან რეგისტრირებული, 2 დან 18 წლამდე ასაკის ბავშვის შემთხვევაში დახმარების მოთხოვნამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში უწყვეტად რეგისტრირებული და ასევე ბავშვის მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში უწყვეტად რეგისტრირებული) 0-დან 18-წლამდე ეპილეფსიით დაავადებული ბავშვების ყოველთვიური ფულადი დახმარება განისაზღვროს 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 2. პროგრამით სარგებლობისთვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) ცნობა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან – შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ; გ) შშმ პირის მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საინფორმაციო ბარათი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან; დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საინფორმაციო ბარათი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან; ე) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა NIV-100/ა; ვ) ბანკის ანგარიშის ნომერი. 3. დოკუმენტაციის განახლება უნდა მოხდეს წელიწადში ერთხელ. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისას ბენეფიციარს შეუჩერდება პროგრამით სარგებლობის უფლება განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენამდე. 5. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები