დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | ხონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/03/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/03/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.119.016472 |
|
„ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 სექტემბრის №20
დადგენილებით (www.matsne.gov.ge. 21/09/2017. სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.119.016324) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „მუხლი 3. საბჭოს სტრუქტურა 1. საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან: საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები და საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეები. საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება იყვნენ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირები და სხვა მოსამსახურეები, ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. 2. საბჭოს თავმჯდომარეა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. 3. საბჭოს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე, რომელსაც საბჭოს შემადგენლობიდან ირჩევს საჭოს წევრები თავმჯდომარის წარდგინებით ხმათა უმრავლესობით. 4. საბჭოზე გასატან საკითხებს ამზადებს და დღის წესრიგის პროექტს ადგენს საბჭოს მდივანი, რომელსაც საბჭოს შემადგენლობიდან ირჩევს საჭოს წევრები თავმჯდომარის წარდგინებით ხმათა უმრავლესობით. 5. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე. 6. მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოში წევრთა 40%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს ერთი სქესის წარმომადგენელი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები