დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის „საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრობის კანდიდატთა წარდგენის შესახებ” 2002 წლის 19 აპრილის №3/2002 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26/2002 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 07/08/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 82, 14/08/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.13.007.005.451 |
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.13.007.005.451
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისიის დადგენილება №26/2002
2002 წლის 7 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის „საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრობის კანდიდატთა წარდგენის შესახებ“ 2002 წლის 19 აპრილის №3/2002 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
I. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის „საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრობის კანდიდატთა წარდგენის შესახებ“ 2002 წლის 19 აპრილის №3./2002 დადგენილების პირველ პუნქტში სიტყვები „არა უადრეს 30 აპრილისა“ და ”არა უგვიანეს 3 მაისისა“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „კენჭისყრამდე არა უადრეს 32 დღისა“ და „კენჭისყრამდე არა უგვიანეს 30 დღისა“, ხოლო მე-6 პუნქტში სიტყვები „არა უგვიანეს 14 მაისისა“ შეიცვალოს სიტყვებით „კენჭისყრამდე არა უგვიანეს 26 დღისა“.
II. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
III. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ჯ. ლომინაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები