„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/03/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 28/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.123.016606
14
30/03/2022
ვებგვერდი, 01/04/2022
010250050.35.123.016606
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2022 წლის 30 მარტი

ქ. ქუთაისი

„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №15 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05.01.2018, №010250050.35.123.016418), კერძოდ:

1. შეიცვალოს დადგენილების №1 დანართის მე-6 მუხლის 22-ე პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„22. სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 36​1, 51​3, 53​3, 55-ე, 55​2, 55​3, 55​6, 77​1, 77​2, 82​5, 103-ე, 107​4, 119​1 მუხლების, 125-ე მუხლის მე-8, მე-12 – მე-16 ნაწილების, 127​1 მუხლის მე-5 ნაწილის, 134-ე, 135-ე, 135​1, 146​1, 148-ე, 150-ე, 150​1, 151-ე, 151​2, 152-ე, 152​2, 153​4, 156​1 მუხლების, 158​​5  მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 159-ე, 159​1, 177​8, 177​9 მუხლების, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე, 32-ე, 33-ე, 34-ე, 35-ე მუხლების, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 39-ე მუხლის, 43-ე მუხლის პირველი ნაწილის, 46-ე მუხლისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლის საფუძველზე.“.

2. შეიცვალოს დადგენილების №1 დანართის 111 მუხლის მე-5 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„5. სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 771, 772 და 825 მუხლების, 125-ე მუხლის მე–8, მე-12 – მე-14 ნაწილების, 1561 და 159-ე მუხლების საფუძველზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი შენგელია