„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/03/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.168.016351
14
29/03/2022
ვებგვერდი, 30/03/2022
010260030.35.168.016351
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2022 წლის 29 მარტი

ქ. სიღნაღი

 

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის №21 დადგენილების  დანართში (www.matsne.gov.ge, 23/04/2018წ , 010260030.35.168.016255) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. პირველი მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. სოციალური დახმარების პროგრამის  ქვეპროგრამები

სოციალური დაცვის პროგრამა მოიცავს სოციალური დახმარების შემდეგ ქვეპროგრამებს:

ა) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება;

ბ) მოსახლეობის სამედიცინო დახმარება;

გ) ონკოლოგიური  ავადმყოფების სამედიცინო დახმარება;

დ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა;

ე)  ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა (18 წლამდე) დახმარება;

ვ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა   სოციალური დახმარება;

ზ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლების მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანთა ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსება;

თ) განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ერთჯერადი დახმარება;

ი) სტუდენტების დახმარება;

კ)  იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) სოციალური დახმარება;

ლ) მარჩენალდაკარგულისა  და  მარტოხელა მშობლის სოციალური დახმარება;

მ) მრავალშვილიანი ოჯახების  სოციალური დახმარება;

ნ) სიღნაღის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 100 წლისა და 100 წელს გადაცილებულ  მოქალაქეთა დახმარება;

ო) ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით მიყენებული ზარალისათვის ოჯახის  დახმარება;

პ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე  პირთა და მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა, უსინათლოთა, დაუნის სინდრომით და აუტიზმის სპექტრის მქონე პირთა, დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების მატერიალური დახმარება;

ჟ) ოჯახებში რეინტეგრირებული ბავშვების, ნათესაური მინდობით აღზრდის პროგრამით მოსარგებლეთა დახმარება;

რ) სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურება;

ს) უპატრონოდ დარჩენილი მარტოხელა მოქალაქეების დაკრძალვასთან დაკავშირებული  სარიტუალო   მომსახურება;

ტ) უსახლკაროდ  დარჩენილთა  სოციალური  დაცვა  ( უსახლკაროთა ბინის ქირით უზრუნველყოფა);

უ) მინდობით აღზრდის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის სრულწლოვანების მიღწევის შემდგომ დახმარება;

ფ) დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენა (მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა).“.

2. მე-3 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. მოსახლეობის სამედიცინო დახმარება

1. სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მოქმედების მიუხედავად, არსებობს მოქალაქეთა სხვადასხვა კატეგორია, რომელიც საჭიროებს თვითმმართველობის დახმარებას. სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით დაფინანსდებიან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად  მაცხოვრებელი  გაჭირვებული მოქალაქეები.

2. მოქალაქეებს დახმარება გაეწევათ:

ა) დიაგნოსტიკური კვლევებისათვის, სტაციონარული (ოპერაცია, მკურნალობა) და სარეაბილიტაციო მკურნალობისათვის 1001  ლარამდე – არაუმეტეს 400 ლარის ოდენობით;

ბ) 1001 ლარიდან 2001 ლარამდე – არაუმეტეს 600  ლარის  ოდენობით;

გ) 2001  ლარიდან ზემოთ – არაუმეტეს 800  ლარის  ოდენობით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულმა კატეგორიებმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინონ:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის (პაციენტი) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და კალკულაცია სამედიცინო დაწესებულებიდან;

ე) წერილი სადაზღვევო კომპანიიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით სარგებლობის შემთხვევაში, ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.

5.  დაფინანსების მიღებისათვის ბენეფიციარის მიერ საჭირო დოკუმენტაციის (განცხადება) წარდგენა მერიაში სასურველია მოხდეს სტაციონარში ჩასატარებელ სამედიცინო მომსახურებამდე ან, უკიდურეს შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების გაწევიდან ორი კვირის ვადაში.

6.  ის გაჭირვებული მოქალაქეები, რომლებიც განცხადებით მომართვის პერიოდში განიცდიან მძიმე სოციალურ - ეკონომიკურ მდგომარეობას, რაც დასტურდება მერის წარმომადგენლის (შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან) შუამდგომლობითა და კომისიის ერთობლივი გადაწყვეტილებით,  მიიღებენ   დახმარებას  არაუმეტეს  1000 ლარისა.

7.  თუ სამედიცინო მომსახურებას აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა,  სხვა სადაზღვევო კომპანიები და მოქალაქის  მიერ გადასახდელი თანხა რჩება 500 ლარამდე, არ ფინანსდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.“.

3. მე-4 მუხლის;
ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ)  განმცხადებლის (პაციენტი) პირადობის მოწმობის ასლი.“.

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პაციენტს დახმარება გაეწევა ერთჯერადად:

ა) სტაციონარული (ოპერაცია, მკურნალობა) და ამბულატორიული მკურნალობისათვის (ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია) 300  ლარამდე სრული ოდენობით. 300  ლარიდან ზემოთ არაუმეტეს 700 ლარისა;

ბ) დიაგნოსტიკური კველევებისათვის  არაუმეტეს 300 ლარისა;

გ) მედიკამენტოზური მკურნალობისათვის არაუმეტეს 300 ლარისა;

დ) წერილი სადაზღვევო კომპანიებიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“

4. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.“.

5. დაემატოს მე-71 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 71. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლების მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანთა ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსება

1. პროგრამის მიზანია პროგრამით მოსარგებლე პირთა ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა;

2. პროგრამის მოსარგებლე პირები არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლების მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები;

3.  ელექტროენერგიის საფასურის თანადაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) სადისტრიბუციო კომპანიის „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გაცემული აბონენტის ნომერი (ქვითარი);

ვ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან.

4. ელექტროენერგიის საფასურის თანადაფინანსების თანხა თითოეულ ბენეფიციარზე  ყოველთვე არაუმეტეს 15 ლარისა, რომელიც ჩაირიცხება სადისტრიბუციო კომპანიის „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გაცემული აბონენტის ნომერზე.

5. თანხის ჩარიცხვა მოხდება სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის  ჯანმრთელობის  დაცვისა  და  სოციალური  მომსახურების   სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად.“.

6. მე-8 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 8. განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ერთჯერადი სოციალური დახმარება

1.  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 400 (ოთხასი) ლარისა  განსაკუთრებული საჭიროების მქონე შემდეგი კატეგორიის მოქალაქეებისათვის:

 ა) მძიმე საცხოვრებელ პირობებში  მყოფ  ოჯახს;

 ბ) ოჯახს, რომელიც ამ წესში მოყვანილ არცერთ კატეგორიას არ მიეკუთვნება (არ აქვს არანაირი შემოსავალი: პენსია, სოციალური დახმარება და  ხელფასი) და დახმარების მომენტში სხვადასხვა მიზეზების გამო განიცდის უკიდურეს გასაჭირს;

გ) იმ გაჭირვებულ მოქალაქეებს, რომლებიც მომართვის დროს საჭიროებენ გადაუდებელ დახმარებას.

2.  სიღნაღის მუნიციპალიტეტში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა(შესაბამისი ადმინისსტრაციული ერთეულიდან);

დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

3. განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ერთჯერადი სოციალური დახმარების  საკითხის გადაწვეტა მოხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის შუამდგომლობის გათვალისწინებით (შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან).“

7. მე-81 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 81. სტუდენტების დახმარება

1. აკრედიტებულ/ავტორიზებულ სასწავლებელში სწავლის საფასურის თანადაფინანსება გაეწევათ :

ა) ობოლ და მრავალშვილიანი (რომელებსაც ჰყავთ სამი არასრულწლოვანი და მეტი) ოჯახის სტუდენტებს, რომელთაც გადასახდელი თანხა აქვთ არანაკლებ 600 ლარი,  სრული გადასახდელი თანხის 50%,  მაგრამ არაუმეტეს 1125 ლარი.

ბ) სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომლეთა ოჯახები განიცდიან უკიდურეს  გაჭირვებას და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65001-ს.რომელთაც გადასახდელი თანხა აქვთ არანაკლებ 600 ლარი,  სრული გადასახდელი თანხის 50%,  მაგრამ არაუმეტეს 1125 ლარი.

2. სტუდენტის მაქსიმალური ასაკი განისაზღვროს 24 წლამდე.

 3. ამ მუხლით  გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლემ ან ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) სტუდენტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ობოლი სტუდენტის  შემთხვევაში, მშობლის (მშობლების) გარდაცვალების მოწმობის ასლი, ხოლო მრავალშვილიანი ოჯახის შემთხვევაში მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

დ) სოციალურად დაუცველი სტუდენტის შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახის რეგისტრაციის შესახებ;

ე) მერის წარმომადგენლის ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან სტუდენტის ფაქტობრივი ცხოვრების დადასტურების შესახებ;

ვ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან;

ზ)  ცნობა აკრედიტებული/ავტორიზებული  სასწავლებლიდან სწავლის საფასურისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ.“.

8. მე-10 მუხლის   მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;“.

9. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;“.

10.   მე-11 მუხლის  მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაცხოვრებელ მრავალშვილიან უსახლკარო მოქალაქეებზე სიღნაღის  მუნიციპალიტეტი  უზრუნველყოფს  საცხოვრებელი  ფართის  ქირის ანაზღაურებას  ან  თანადაფინანსებას  თვეში  არაუმეტეს 200 ლარის ოდენობით.“.

11. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;“.

12. მე-13 მუხლის  მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;“.

13. მე-13 მუხლის  მე-5 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ხანძრისა და სტიქიის შემთხვევაში, თუ ოჯახი დარჩა უსახლკაროდ და მას არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი ფართი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის  სამსახურის დასკვნის საფუძველზე, გაიცემა ყოველთვიური ფულადი თანხა ბინის ქირის უზრუნველყოფისათვის, არაუმეტეს 200 ლარის ოდენობით.“.

14. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე  პირთა და მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა, უსინათლოთა, დაუნის სინდრომით და აუტიზმის სპექტრის მქონე პირთა, დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების მატერიალური დახმარება

1. ყოველთვიური მატერიალური დახმარება გაეწევათ  სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  რეგისტრირებულ ან/და ფაქტობრივად მცხოვრებ დიალიზის  სახელმწიფო  პროგრამით  მოსარგებლე  მოქალაქეებს   100 ლარის  ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით  გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლემ ან ოჯახის წევრმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში  უნდა  წარმოადგინოს:

ა) განცხადება  მერის   სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

დ) ფორმა №100; 

ე) დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირებსა და მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე პირებს გაეწევათ ფინანსური დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს 200 ლარისა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლემ ან ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება  მერის   სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100) ან/და ცნობა  ექიმისაგან  შეზღუდული  შესაძლებლობის  სტატუსის შესახებ.

5. უსინათლოთა დახმარება განისაზღვროს ერთჯერადად არაუმეტეს 200 ლარისა.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლემ ან ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება  მერის   სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

დ) უსინათლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

7. დაუნის სინდრომისა  და აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის  განისაზღვროს დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს 300 ლარისა.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლემ ან ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება  მერის   სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

დ) დოკუმენტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის შესახებ.

9. შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე ბავშვთა  დღის  ცენტრებისათვის, ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრებისათვის სამეურნეო-საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის  გაიცემა  დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს  500 (ხუთასი)  ლარის ოდენობით.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამით სარგებლობისთვის უფლებამოსილმა პირმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

11. მზრუნველობამოკლებულ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პენსიონერთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ყოველთვიური თანადაფინანსება განისაზღვროს არაუმეტეს 250 ლარის ოდენობით.

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლემ ან წარმომადგენელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება  მერის   სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) მერის წარმომადგენლის ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი ცხოვრების დადასტურების შესახებ;

დ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან;

ე) თავშესაფრის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.".

15. დაემატოს მე-141 მუხლი  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 141 ოჯახებში რეინტეგრირებული ბავშვების, ნათესაური მინდობით აღზრდის პროგრამით მოსარგებლეთა დახმარება

1. ყოველთვიური მატერიალური დახმარება გაეწევათ  ოჯახებში რეინტეგრირებული ბავშვების, ნათესაური მინდობით აღზრდის პროგრამით მოსარგებლე ოჯახებს 50 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით  გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლე პირის ოჯახის წარმომადგენელმა (მეურვე/მზრუნველი) სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში  უნდა  წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) სოციალური მომსახურების სააგენტოდან რეინტეგრირებული ბავშვის ან ნათესავის მინდობით აღზრდის პროგრამით მოსარგებლის შესახებ შესაბამისი საოქმო გადაწყვეტილება;

დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.“.

16. მე-15 მუხლის  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თანხა გაიცემა 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.“.

17. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის;
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ბ)  განმცხადებლის  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.“.

ბ) მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თანხა გაიცემა არაუმეტეს  350  (სამასორმოცდაათი) ლარისა.“.

18. დაემატოს 161 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 161. უსახლკაროდ  დარჩენილთა  სოციალური  დაცვა  ( უსახლკაროთა ბინის ქირით უზრუნველყოფა)

1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უსახლკაროდ დარჩენილი მძიმე ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები ოჯახის დახმარება ყოველთვიურად, ბინის ქირის გადახდის სახით, თითოეულ ოჯახზე განისაზღვრება თვეში არაუმეტეს 200  ლარის ოდენობით.

2. პროგრამით სარგებლობისას დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ:

ა) ოჯახს, რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი ბავშვი ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი;

ბ) მარტოხელა, შრომისუუნარო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომელთაც არ ჰყავთ  მარჩენალი;

გ) სახელმწიფო ზრუნვიდან გასულ  (მინდობით აღზრდა) ახალგაზრდებს 22 წლის ასაკის მიღწევამდე;

დ) უსახლკარო ძალადობის მსხვერპლ ოჯახებს.

3. ყოველთვიურად ბინის ქირის გადახდის სახით სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი უსახლკაროდ დარჩენილი მძიმე ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები ოჯახის დახმარებით ვერ ისარგებლებენ შრომისუნარიანი პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილ არცერთ კატეგორიას.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლე პირმა დახმარების მისაღებად მერიაში  უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის  სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი;

გ) დაქირავებული ბინის (საცხოვრებელი ფართი) მესაკუთრის  დამადასტურებელი დოკუმენტი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

 ე) ქირავნობის ხელშეკრულება;

ვ) მერის წარმომადგენლის (შესაბამის ადმინისტრაციული ერთეულიდან) შუამდგომლობა.

5.  ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლე პირმა დახმარების მისაღებად   მერიაში  უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის  სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი;

გ) დაქირავებული ბინის (საცხოვრებელი ფართი) მესაკუთრის დამადასტურებელი დოკუმენტი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

 ე) ქირავნობის ხელშეკრულება;

ვ) მერის წარმომადგენლის (შესაბამის ადმინისტრაციული ერთეულიდან) შუამდგომლობა;

ზ) ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებიდან (თავშესაფარი) ცნობა თავშესაფარში ბინადრობის შესახებ.“

19. დაემატოს მე-162 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 162. მინდობით აღზრდის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის სრულწლოვანების მიღწევის შემდგომ დახმარება

1. ფულადი დახმარება გაეწევათ მინდობით აღზრდის პროგრამის ფარგლებში ჩართულ ბენეფიციარებს, რომელთაც მიაღწიეს სრულწლოვანების ასაკს და მათთვის მინდობით აღზრდის პროგრამა დასრულდა.

2. ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ 22 წლის ასაკის მიღწევამდე.

3. დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ არაუმეტეს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

4, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) დამადასტურებელი დოკუმენტი სოციალური მომსახურები სააგენტოს ტერიტორიული ორგანოდან, რომ ბენეფიციარი სარგებლობდა მინდობით აღზრდის პროგრამით;

დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.

5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.“.

20. დაემატოს მე-163 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 163. დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენა (მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა)

1. დაზიანებული  საცხოვრებელი სახლების შეკეთება   (მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა) მოხდება ეკონომიკურად უკიდურესად   გაჭირვებული  შემდეგი კატეგორიის   ოჯახებისათვის:  მარტოხელა პენსიონერი, მრავალშვილიანი, შრომისუუნარო,  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირები,  რომელთაც არ ჰყავთ  მარჩენალი.

2. ამ  მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარებმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ)  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

3. საცხოვრებელი სახლების სარემონტო სამუშაოები   განხორციელდება  სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე,  მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.

4. ჩატარებული სამუშაოების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს  5000 ( ხუთიათასი) ლარს.”.

21. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესის მე-5, მე-71, 8​1, მე-11, მე-12, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-141 მუხლის, მე-15  მუხლის, მე-161 და მე-162 მუხლების გარდა, განცხადებების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება მოხდეს კომისიის მიერ, ხოლო აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის  ჯანმრთელობის  დაცვისა  და  სოციალური  მომსახურების   სამსახურის მიერ მიღებული დასკვნის (მოხსენებითი ბარათი) საფუძველზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ჯანიკაშვილი