ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების - სკვერების სახელდების შესახებ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების - სკვერების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-17.17220842
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/03/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.139.016005
გ-17.17220842
25/03/2022
ვებგვერდი, 29/03/2022
000000000.00.139.016005
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების - სკვერების სახელდების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო

განკარგულება №გ-17.17220842

2022 წლის 25 მარტი

ქ. ბორჯომი

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების  სკვერების სახელდების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 24/02/2022 წლის N01/591 წერილის შესაბამისად,

1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქ. ბორჯომში რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიას ეწოდოს ,,მიხეილ თვაურის სახელობის სკვერი“ თანდართული რუკის თანახმად (დანართი 1);

2. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქ. ბორჯომში გრ. ხანძთელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიას ეწოდოს „ზურაბ დოიჯაშვილის სახელობის სკვერი“ თანდართული რუკის თანახმად (დანართი 2);

3. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაბა წაღვერში დავით აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიას ეწოდოს „სოსო მღებრიშვილის სახელობის სკვერი“ თანდართული რუკის თანახმად (დანართი 3);

4. განკარგულება რეაგირებისათვის გადაეგზავნოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას;

5. განკარგულება, მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს;

6. განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე;

7. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე;

8. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ახალციხის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქუჩა № 62).

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                 დავით ზაალიშვილი