დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რეგულირების ობიექტების გეგმური შემოწმების პრიორიტეტების განსაზღვრის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 3 ივლისის №2-616 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-267 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/04/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/04/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.22.023.016719 |
|
„რეგულირების ობიექტების გეგმური შემოწმების პრიორიტეტების განსაზღვრის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 3 ივლისის №2-616 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
„რეგულირების ობიექტების გეგმური შემოწმების პრიორიტეტების განსაზღვრის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 3 ივლისის №2-616 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 04/07/2019, 360160000.22.023.016587) შეტანილი იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის: |
1.
მე-2 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მსხვილი ობიექტები – გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების მქონე ობიექტები, რომლებზეც გაცემულია გზშ-ის სფეროში შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (მათ შორის, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება), ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზია (გარდა ნავთობისა, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზირებისა). გ) გადაწყვეტილება – გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (მათ შორის, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება).“ |
2.
მე-3 მუხლის მე-3-მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გადაწყვეტილების მქონე რეგულირების ობიექტები იყოფა რისკის სამ კატეგორიად: მაღალი, საშუალო და მცირე კატეგორიის რისკის მქონე ობიექტებად. 4. გადაწყვეტილების მქონე რეგულირების ობიექტების შემოწმების სასურველი სიხშირე რისკების კატეგორიების შესაბამისად დგინდება შემდეგნაირად: ა) მაღალი კატეგორიის რისკის მქონე ობიექტებისათვის – ყოველწლიურად; ბ) საშუალო კატეგორიის რისკის მქონე ობიექტებისათვის – 2 წელიწადში ერთხელ; გ) მცირე კატეგორიის რისკის მქონე ობიექტებისათვის – 3-4 წელიწადში ერთხელ. 5. გადაწყვეტილების მქონე რეგულირების ობიექტების შემოწმების მინიმალური რაოდენობა რისკის კატეგორიების მიხედვით, დეპარტამენტის ადამიანური და საბიუჯეტო რესურსების გათვალისწინებით განისაზღვრება დეპარტამენტისა და მისი ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით ამ მეთოდოლოგიის დანართი 2-ის შესაბამისად. 6. დეპარტამენტი ყოველწლიურად განსაზღვრავს მცირე და საშუალო ობიექტების მიზნობრივი ინსპექტირების რაოდენობას. მცირე და საშუალო ობიექტების რაოდენობა განისაზღვრება საქმიანობის პრიორიტეტული სფეროს/მიმართულების, ტერიტორიის სპეციფიკის, ინსპექტირების შესაძლებლობების (ინსპექტორთა რაოდენობის, კონკრეტულ სფეროში კვალიფიკაციის, აღჭურვილობისა და სხვა ფაქტორების) გათვალისწინებით.“ |
3.
მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. შემოწმებათა წლიური გეგმის შინაარსი შემოწმებათა წლიურ გეგმაში (დანართი 1) აისახება შემდეგი ინფორმაცია: ა) მსხვილი ობიექტები – ობიექტის დასახელება, ობიექტის საქმიანობის სახე, ადგილმდებარეობა, შემოწმების მიზანი, გადაწყვეტილების/ლიცენზიის ნომერი, შემოწმების განხორციელების პერიოდი (კვარტალი), შემოწმებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული, შემოწმებაში მონაწილე სხვა სამსახურები/სტრუქტურული ერთეულები (მათი არსებობის შემთხვევაში); ბ) მცირე და საშუალო ობიექტები – პრიორიტეტული საქმიანობა, ინსპექტირების მიზანი, ობიექტების რაოდენობა, ინსპექტირების განხორციელების პერიოდი, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული და ინსპექტირებაში მონაწილე სხვა სამსახურები/სტრუქტურული ერთეულები (მათი არსებობის შემთხვევაში).“ |
4.
მე-6 მუხლის პირველი პუნქტის: |
ა)
„ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ბ) რეგულირების ობიექტების შესახებ მონაცემების (მათ შორის, ინფორმაცია გაცემული გადაწყვეტილების/ლიცენზიის შესახებ, განხორციელებული ინსპექტირებისა და გატარებული რეაგირების შესახებ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, სხვა უწყებებიდან, რეგულირების ობიექტებიდან მიღებული ინფორმაცია და სხვა) უწყვეტი შეგროვება და განახლება.“ |
ბ)
„ე.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე.ბ) მცირე და საშუალო ობიექტების ინსპექტირება, სულ მცირე, ორი პრიორიტეტული მიმართულებიდან, განხორციელდება ყოველწლიურად. ამასთან, არსებული ადამიანური და საბიუჯეტო რესურსებიდან გამომდინარე, თუ შეუძლებელია ყველა მცირე და საშუალო ობიექტის ინსპექტირება, ინსპექტირებას დაქვემდებარებული ობიექტების რაოდენობა განისაზღვრება დანართი 2-ის შესაბამისად. ამ შემთხვევაში, ინსპექტირებას დაქვემდებარებული ობიექტები შეირჩევა შემთხვევითობის პრინციპით (ელექტრონული პროგრამის მეშვეობით – მისი არსებობის შემთხვევაში).“ |
5.
მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ეკოლოგიური რისკის კრიტერიუმები, რომელთა განსაზღვრა შესაძლებელია მოხდეს კომპლექსურად, სხვადასხვა გამოკვლევებზე, შეფასებებზე, გადაწყვეტილების/სალიცენზიო და სხვა მარეგულირებელ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით;“ |
6.
მე-9 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ეტაპი 4 - გადაწყვეტილების მქონე რეგულირების ობიექტების განაწილება რისკების კატეგორიის მიხედვით, დანართი 3-ის შესაბამისად.“ |
7.
მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. ეკოლოგიური და ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების შეფასების კრიტერიუმები გადაწყვეტილების მქონე რეგულირების ობიექტისთვის გადაწყვეტილების მქონე რეგულირების ობიექტისთვის ეკოლოგიური და ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები ფასდება პირობითი ქულებით, ამ მეთოდოლოგიის დანართი 5-ით განსაზღვრული კრიტერიუმებისა და მათი მახასიათებლების შესაბამისად.“ |
8.
დანართი 1, დანართი 4 და დანართი 5 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
„დანართი №1
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ რეგულირების ობიექტების გეგმურ შემოწმებათა –––––– წლის გეგმა
ა) მსხვილი ობიექტები
ბ) მცირე და საშუალო ობიექტები
“ „დანართი №4 ეკონომიკური სექტორისთვის დამახასიათებელი პოტენციური რისკი
“ „დანართი №5 ეკოლოგიური და ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების შეფასების კრიტერიუმები გადაწყვეტილების მქონე რეგულირების ობიექტისთვის
“
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები