დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 აგვისტოს #28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/03/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/03/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270070000.35.168.016345 |
8
29/03/2022
ვებგვერდი, 30/03/2022
270070000.35.168.016345
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 აგვისტოს #28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
|
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 აგვისტოს #28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, |
| მუხლი 1 |
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 აგვისტოს №28 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/09/2014, 270070000.35.168.016125) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
|
1.
სათაური ჩამიყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“
|
2.
დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
3.
დანართი №2 ამოღებულ იქნეს.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
|
მუხლი 1.
საკრებულოს წევრის (რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) |
საკრებულოს წევრის (რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) თვეში განისაზღვროს 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით.
|
მუხლი 2.
საკრებულოს წევრის (რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება |
1.
პირველ მუხლში გათვალისწინებული ანაზღაურება მიეცემა საკრებულოს წევრს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის: |
ა)
საკრებულოს, კომისიების, ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებში მონაწილეობისთვის, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით. |
ბ)
ყოველი თვის განმავლობაში ამომრჩევლებთან არანაკლებ ოთხი შეხვედრისათვის, რომელთაგან სამი შეხვედრა უნდა დასტურდებოდეს საკრებულოს წევრის მოხსენებითი ბარათით და არანაკლებ ერთი შეხვედრა - შესაბამისი ოქმით (არანაკლებ ორი ამომრჩევლის ხელმოწერით დადასტურებული). |
2.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს (რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებისთვის პირველი მუხლით დადგენილი თანხა მიეცემა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესრულების შემთხვევაში. თუ საკრებულოს წევრი შეასრულებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქვეპუნქტებიდან მხოლოდ ერთს, მას მიეცემა პირველი მუხლით დადგენილი თანხის 50%. |
3.
საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვისათვის საკრებულოს წევრი, როგორც წესი, ყოველი თვის არაუგვიანეს 5 რიცხვისა (თუ შესაბამისი თვის 5 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს – მომდევნო სამუშაო დღეს) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს მოხსენებით ბარათს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლებთან შეხვედრის ჩატარების დრო, ადგილი, თემატიკა და ერთ შემთხვევაში ამომრჩევლებთან შეხვედრის ოქმი (არანაკლებ ორი ამომრჩევლის ხელმოწერით დადასტურებული). |
4.
საკრებულოს თითოეული წევრისთვის ხარჯების გაცემა ხდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე, რომელშიც აისახება საკრებულოს თითოეული წევრის საკრებულოს, კომისიების, ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებში ფაქტობრივი დასწრებისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები