„2020 – 2023 წლების საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიისა და მისი განხორციელების 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 ნოემბრის №585 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 149
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/03/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.023360
149
25/03/2022
ვებგვერდი, 28/03/2022
010220020.10.003.023360
„2020 – 2023 წლების საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიისა და მისი განხორციელების 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 ნოემბრის №585 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №149

2022 წლის 25 მარტი

ქ. თბილისი

„2020 – 2023 წლების საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიისა და მისი განხორციელების 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 ნოემბრის №585 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  „2020 – 2023 წლების საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიისა და მისი განხორციელების 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 ნოემბრის №585 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/12/2019, 010220020.10.003.021605) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2020 – 2023 წლების საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიისა და მისი განხორციელების 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე“.

2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-6 მუხლების საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „2020 – 2023 წლების საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიისა და მისი განხორციელების 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმა“.“.

3. 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმა ჩამოყალიბდეს თანდართული შინაარსით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი