„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 18 თებერვლის №19/2022 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 30/2022
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 25/03/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250010.15.008.016635
30/2022
25/03/2022
ვებგვერდი, 28/03/2022
010250010.15.008.016635
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 18 თებერვლის №19/2022 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 18 თებერვლის №19/2022 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №30/2022

2022 წლის 25 მარტი

ქ. თბილისი

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 18 თებერვლის №19/2022 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 18 თებერვლის №19/2022 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 21/02/2022, 010250010.15.008.016624) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს  „ა1” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ა1) საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დღის 6 საათსა და 45 წუთზე;”.

2. მე-3 მუხლის „დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა, გადაეცემა ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი/აპარატები, რომლებშიც ჩატვირთულია  შესაბამისი საარჩევნო უბნის საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი ამომრჩეველთა სია (სია ფოტოსურათებით), მათ შორის, ერთ-ერთ ვერიფიკაციის აპარატში ჩატვირთულია ამომრჩეველთა სპეციალური სია.”.

3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს  „გ1” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„გ1) კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით    ამომრჩეველთა ვერიფიკაციის პროცესის გააქტიურების შემდეგ, ამომრჩეველთა რეგისტრატორებს მისცემს მითითებას, რომ აპარატიდან/აპარატებიდან ამობეჭდონ ამომრჩეველთა სია (ამომრჩევლის რიგითი ნომრის, გვარის და ფაქტობრივი მდგომარეობის მითითებით), რომელიც გამოიკვრება თვალსაჩინო ადგილას სადემონსტრაციო ოქმთან ერთად;”.

4. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კენჭისყრის ოთახში შესული ამომრჩეველი მიდის იმ სარეგისტრაციო მაგიდასთან, რომელსაც მიეკუთვნება ამომრჩეველთა სიაში შეტანილი მისი გვარის პირველი ასო და ამომრჩეველთა რეგისტრატორს წარუდგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს. ამომრჩეველთა რეგისტრატორი ამოწმებს ამომრჩევლის სახისა და წარდგენილ დოკუმენტში არსებული ფოტოსურათების ერთმანეთთან შესაბამისობას. ამომრჩეველთა რეგისტრატორი საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონულ მოწმობას (ID ბარათი) გაატარებს ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის MRZ წამკითხველში (მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული მოწმობის წაკითხვადი ზონა) და შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში ამომრჩეველთა რეგისტრატორი განახორციელებს მის მარკირებას, რის შემდგომ ამომრჩეველი ხელს აწერს რეგისტრატორის მიერ  ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილ ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელ ქვითარს.  ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითარი რეგისტრატორის მიერ მოთავსდება სარეგისტრაციო მაგიდაზე განთავსებულ გაუმჭვირვალე დალუქულ ყუთში, რომლის ჭრილი კენჭისყრის დასრულების შემდეგ ილუქება და საარჩევნო დოკუმენტაციასთან ერთად გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიას. ამომრჩევლის მიერ მარკირების პროცედურის გავლაზე უარის თქმის შემთხვევაში ამომრჩეველს არა აქვს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება და მასზე საარჩევნო ბიულეტენი  არ გაიცემა;”.  

5. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ ამომრჩეველი ამომრჩეველთა რეგისტრატორს წარუდგენს საქართველოს მოქალაქის არაელექტრონულ პირადობის მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს, ამომრჩეველთა რეგისტრატორი ამომრჩეველის მონაცემთა ძებნას აპარატში ახორციელებს ხელით.”.

6. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის  გამოყენების გარეშე ამომრჩეველთა რეგისტრატორის/ რეგისტრატორი კომისიის წევრის/კომისიის წევრების მიერ კენჭისყრის გაგრძელების შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე შესაბამის ამომრჩეველთა რეგისტრატორ კომისიის წევრს/წევრებს  გადასცემს საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილ ამომრჩეველთა სიას/სიებს (სამაგიდე სია ფოტოსურათებით), რომელ სიაშიც/სიებშიც შესაბამისი რეგისტრატორი კომისიის წევრი/წევრები იმ ამომრჩეველთა გასწვრივ შესაბამისი რეგისტრატორის გრაფაში აკეთებს/აკეთებენ ხელმოწერას, რომელთა ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრები მოთავსებულია შესაბამის ყუთში.”

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი