დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 მარტის №22 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/03/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/03/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.133.016338 |
|
საქართველოს ორგანული კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის თნახმად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
1.
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 მარტის №22 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 28/03/2018. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.133.016257) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის „ლ“ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში მიღების მიზნით წარმოდგენილი დასრულებული ობიექტის ან/და მისი სამშენებლო დოკუმენტაციის შემოწმებასა და შესაბამისობის დადგენას საპროექტო-სანებართვო დოკუმენტაციასთან, მასზე შესაბამისი აქტის მომზადებას, აღნიშნული აქტის საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებას ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების ან ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ;“ ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის ,,ი“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ პუნქტი: ,,ი1) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების ან ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ, შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებას; ‘’ გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის ,,ზ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ პუნქტი: ,,ზ1) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების ან ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ.“ |
2.
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები