დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| 2022 წლის 2 აპრილს გასამართი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29/2022 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 25/03/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/03/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250010.15.008.016634 |
29/2022
25/03/2022
ვებგვერდი, 28/03/2022
010250010.15.008.016634
2022 წლის 2 აპრილს გასამართი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
|
2022 წლის 2 აპრილს გასამართი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსიЁ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გЁ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
1. თუ კენჭისყრის დღეს არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების რაოდენობა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსიЁ (შემდგომში – საარჩევნო კოდექსი) 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე გამოსავლენი წარმომადგენლების რაოდენობას არ აღემატება, მთვლელებთან ერთად საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ ნამდვილი ან/და ბათილი საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში მონაწილეობის მიზნით, საარჩევნო კოდექსის 67-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წილისყრა არ გაიმართება და საარჩევნო სუბიექტების/სუბიექტების წარმომადგენელს/წარმომადგენლებს ავტომატურად ენიჭება აღნიშნულ პროცედურაში მონაწილეობის უფლება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესების შესრულების, საარჩევნო კოდექსის 67-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული არანაკლებ 3 მთვლელის გამოვლენისათვის და 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების მოთხოვნის შესრულების მიზნით, საუბნო საარჩევნო კომისიაში ჩატარებულ წილისყრაში არ მონაწილეობს იმ საარჩევნო სუბიექტის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, რომლის წარმომადგენელსაც ავტომატურად მიენიჭა ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პროცედურაში მონაწილეობის უფლებამოსილება.
|
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები