დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28-იანვრის N-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 05 |
| დოკუმენტის მიმღები | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/03/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/03/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.115.016350 |
|
„ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28-იანვრის №-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge 0102250020.35.115.016346. 31.01.2022წ.) ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28-იანვრის N-1 დადგენილებით დამტკიცებულ წესში შემდეგის მიხედვით:
1.დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლს დაემატოს „ნ“ პუნქტი „ნ“. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება.“ 2.ამავე წესის მე-6-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2“. დახმარების თანხა განისაზღვრება 90-95 წლამდე 100 (ასი) ლარის ოდენობით, 95 დან 100 წლამდე 150 (ასორმოცდაათი) ლარით და 100 წელს ზევით 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.“ 3.ამავე წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1.ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება მიეცემა საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებს და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ პოლიციელთა ოჯახებს. თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 300(სამას) ლარს“. 4.ამავე წესის მე-12-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,ვ“-ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ“. შაქრიანი დიაბეტი“. 5. ამავე წესის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.კომისია იკრიბება თვეში ერთხელ და ამზადებს დასკვნებს“. „6.ამავე წესის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები