დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 31/04 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 25/03/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/03/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 220010000.18.011.016614 |
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 17/03/2020; ს/კ: 220010000.18.011.016443) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) საშეღავათო პერიოდი – პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მსესხებელი/თანამსესხებელი ყოველთვიურად სრულად არ იხდის სესხზე დარიცხულ პროცენტს, საკომისიოს ან/და ძირს და რომლის გადახდასაც საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ დაიწყებს. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის საშეღავათო პერიოდად არ ჩაითვლება ის პერიოდი, როდესაც ხდება რევოლვირებად საკრედიტო პროდუქტებზე გადახდილ ყოველთვიურ გადასახდელში შემავალი ძირის კვლავ ათვისება ან/და მოქმედებს სესხის ყოველთვიური გადასახდელებისგან განსხვავებული დაფარვის გრაფიკი, თუ აღნიშნული მორგებულია მსესხებლის/თანამსესხებლის მიერ შემოსავლების მიღების პერიოდულობაზე;“; ბ) „ქ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“ ქვეპუნქტი: „ღ) ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი – საპროცენტო განაკვეთი, რომელიც გარკვეული წესით მიბმულია რაიმე საჯარო ინდექსზე და რომლის ცვლილებაც აღნიშნული ინდექსის ცვლილებითაა გამოწვეული.“. 2. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) იპოთეკური სესხის შემთხვევაში: ა.ა) თუ მსესხებლის შემოსავალი და სესხი ერთსა და იმავე ვალუტაშია და მხოლოდ სესხის ვალუტაში არსებული შემოსავლით ხდება ამ დებულების დანართ №1-ში მითითებული მაჩვენებლების დაკმაყოფილება ან სესხი გაიცემა ლარით – არაუმეტეს 20 (ოცი) წელი; ა.ბ) თუ სესხი გაიცემა უცხოური ვალუტით და მსესხებლის შემოსავალი და სესხის ვალუტა ერთმანეთისგან განსხვავდება – არაუმეტეს 10 (ათი) წელი;“. 3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. სესხის მომსახურების/უზრუნველყოფის კოეფიციენტები 1. ამ დებულებით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევების გარდა, სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია, არ გასცეს სესხი ან/და არ მიიღოს თავდებობა ან უზრუნველყოფის საშუალება, თუ: ა) მსესხებლის/თანამსესხებლის/თავდების/უზრუნველყოფის საშუალების მიმწოდებლის სესხის მომსახურების კოეფიციენტი (PTI) აღემატება ამ დებულების დანართ №1-ში მოცემულ მაჩვენებლებს; ბ) იპოთეკურ და 4 წელზე მეტი ვადიანობის უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხზე სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი აღემატება ამ დებულების დანართ №2-ში მოცემულ მაჩვენებლებს. 2. ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების არაჯეროვნად შესრულება ან შეუსრულებლობა იწვევს მხოლოდ ამ დებულების მე-8 მუხლით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.“. 4. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. თუ ჯამურ ვალდებულებებში შემავალი რომელიმე სესხის ხელშეკრულება ითვალისწინებს ინდექსირებულ საპროცენტო განაკვეთს, სესხის მომსახურების კოეფიციენტის (PTI) დათვლის მიზნით, ყოველთვიური გადასახდელის დაანგარიშება აღნიშნულ სესხზე/სესხებზე უნდა მოხდეს სესხის მომსახურების კოეფიციენტის (PTI) დათვლის მომენტში არსებული ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის 3 (სამი) პროცენტული პუნქტით გაზრდის გათვალისწინებით, თუმცა ამავდროულად უნდა დაკმაყოფილდეს ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნა.“. 5. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დებულების მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის გარდა, ამოქმედდეს 2022 წლის 1 აპრილიდან.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დებულების მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 1 მაისიდან. |
|
დანართი №1
|
სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტები
შენიშვნა 1: თუ მსესხებელს აქვს შემოსავალი/სესხი რამდენიმე ვალუტაში, უნდა მოხდეს პროპორციულად შეწონილი კოეფიციენტების მისადაგება. თავდაპირველად ყველა ვალუტაში ხდება სესხის ყოველთვიური გადასახდელის შეფარდება იმავე ვალუტის შემოსავალთან. თუ რომელიმე ვალუტაში სესხის მომსახურების კოეფიციენტი ირღვევა, ამ შემთხვევაში, სხვა ვალუტებში დანართ №1-ით განსაზღვრული დარჩენილი ლიმიტი გაითვალისწინება სესხის მომსახურების კოეფიციენტის დათვლისას. შენიშვნა 2: სესხის გამცემ ორგანიზაციას შეუძლია, დააკმაყოფილოს სესხის მომსახურების კოეფიციენტის შესაბამისი ზღვრები იმ ვადიანობაზე დათვლით, რა ვადაზეც მსესხებელს ექნება ვალდებულებების უპირობოდ გახანგრძლივების უფლებამოსილება ნებისმიერ დროს სასესხო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ამ დებულების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული მაქსიმალური ვადიანობის დაცვით და, ამასთან, გახანგრძლივებისას სესხის გამცემმა ორგანიზაციამ მსესხებელს არ უნდა დააკისროს დამატებითი ხარჯი და სასესხო ხელშეკრულების სხვა პირობები უნდა დარჩეს უცვლელი. |
დოკუმენტის კომენტარები