დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 ოქტომბრის №30 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/03/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/03/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.122.016629 |
|
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 ოქტომბრის №30 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 ოქტომბრის № 30 დადგენილებაში (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.122.016373; 01/11/2016) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება:
1.დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1-ს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე- 7 მუხლი: „მუხლი 7. 1. ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ით და დანართი №3-ით განსაზღვრული ღონისძიებების თანადაფინანსების პროცენტული ოდენობისაგან განსხვავებული დაფინანსების მერიის წილის 85 %-ზე მეტი ან სრულად დაფინანსების შემთხვევაში განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღეებს კომისია. 2. კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. კომისიას თავმჯდომარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ განსაზღვრული მერიის თანამდებობის პირი, ხოლო კომისიის წევრთა შემადგენლობაში შედიან: მერის პირველი მოადგილე და/ან მოადგილე და/ან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (ხელმძღვანელები) და/ან მეორე რანგის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (ხელმძღვანელები),მესამე რანგის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის უფროსი სპეციალისტი (სპეციალისტები), მეოთხე რანგის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის უმცროსი სპეციალისტი (სპეციალისტები), თანაშემწე (თანაშემწეები). 4. კომისიას ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი, რომელიც განისაზღვრება მერის ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით. 5. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.“
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები