დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურიული ერთეულის – ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/03/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/03/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.143.016632 |
|
„ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურიული ერთეულის – ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურიული ერთეულის – ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №39 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 08/12/2017; 010250020.35.143.016447) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) ამოღებულ იქნას დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. ბ) ამოღებულ იქნას დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის „მ“ პუნქტი. გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი N1-ის მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ი1 და ი2 პრიმა პუნქტები: „ი1) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენა; ი2) მიწის ნაკვეთბის გაყოფა - გაერთიანებაზე წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი (აგეგმვითი) ნახაზების შეთანხმება;“ დ) ამოღებულ იქნას დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-6 მუხლი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 აპრილიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები