,,პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 დეკემბრის №047 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 დეკემბრის №047 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 013
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 24/03/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 110060080.70.082.016085
013
24/03/2022
ვებგვერდი, 24/03/2022
110060080.70.082.016085
,,პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 დეკემბრის №047 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გენერალური პროკურორი
 

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №013

2022 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

 

,,პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 დეკემბრის №047 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 დეკემბრის №047 ბრძანებით (ვებგვერდი, 11.12.2020, სარეგისტრაციო კოდი: 110060080.70.082.016060) დამტკიცებულ პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი, რომელიც აგროვებს ინფორმაციას პროკურორის/გამომძიებლის მიმართ გამოყენებული წახალისების ღონისძიებებისა და დისციპლინური სახდელის შესახებ, ასევე აგროვებს და ამუშავებს ინფორმაციას პროკურორის/გამომძიებლის მენტორობის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ;

გ) საქართველოს გენერალური პროკურატურის პროფესიული განვითარების ცენტრი (სამმართველო), რომელიც აგროვებს და ამუშავებს ინფორმაციას პროკურორის/გამომძიებლის პრევენციულ ღონისძიებებში და სხვა აქტივობებში მონაწილეობის შესახებ, ასევე აფასებს და ამუშავებს ინფორმაციას პროკურორის/გამომძიებლის ტრენინგებში მონაწილეობისა და ტრენინგების დროს მიღებული შეფასების შესახებ;“

2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. პროკურორის დატვირთვა წარმოადგენს პროკურორის შეფასების დამოუკიდებელ მიმართულებას, რომლის ხვედრითი წილი კომპეტენციის განმსაზღვრელ საბოლოო ქულაში არის 15 ქულა. პროკურორის დატვირთვა წარმოადგენს საპროცესო ხელმძღვანელობისა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ეტაპზე პროკურორის მიერ შესრულებული სამუშაოს რაოდენობრივ გაანგარიშებას.“.

3. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ხელმძღვანელის შეფასება წარმოადგენს პროკურორის შეფასების დამოუკიდებელ მიმართულებას, რომლის ხვედრითი წილი კომპეტენციის განმსაზღვრელ საბოლოო ქულაში არის 35 ქულა. ხელმძღვანელი პროკურორს აფასებს ორ კომპონენტში:

ა) ზოგადი უნარ-ჩვევები;

ბ) პროფესიული უნარ-ჩვევები.“.

4. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 პუნქტი:

,,151 თუ პროკურორი შესაფასებელ პერიოდში საპროცესო ხელმძღვანელობას ან/და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას ახორციელებდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე ან/და 109-ე  მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის არანაკლებ 2 საქმეზე, ხელმძღვანელი უფლებამოსილია პროკურორის მიერ გაწეული შრომის შესაბამისად, გარდა ხელმძღვანელის შეფასების ქულისა, სათანადო დასაბუთებით დამატებით მიანიჭოს ბონუს 5 ქულა.“.

5. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი;“.

ბ) ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველო;“.

6. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 22. საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პროკურორის შეფასების კრიტერიუმები და წესი

1. ამ დეპარტამენტის პროკურორი ფასდება შემდეგ მიმართულებებში:

ა) ხელმძღვანელის შეფასება;

ბ) მენტორობის პროგრამაში მონაწილეობა;

გ) ტრენინგებში მონაწილეობა და ტრენინგების დროს მიღებული შეფასება;

დ) პრევენციულ ღონისძიებებში და სხვა აქტივობებში მონაწილეობა;

ე) წახალისების ღონისძიებები და დისციპლინური სახდელები.

2. ხელმძღვანელის შეფასება წარმოადგენს პროკურორის შეფასების დამოუკიდებელ მიმართულებას და პროკურორი ფასდება ორ კომპონენტში:

ა) ზოგადი უნარ-ჩვევები;

ბ) პროფესიული უნარ-ჩვევები.

3. ზოგადი უნარ-ჩვევების შეფასება ხდება შეფასების სისტემის მე-10 მუხლისა და დანართი N4-ის შესაბამისად.

4. პროფესიული უნარ-ჩვევები ფასდება პროკურორის კვალიფიკაციის და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კომპონენტში დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ შემდეგ ძირითად მიმართულებებში:

ა) დაკავების ადგილებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული ვიზიტები;

ბ) სახალხო დამცველის ან ადამიანის უფლებათა დამცველი სხვა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ კვლევებზე და რეკომენდაციებზე ანგარიშის მომზადება;

გ) საჩივრების/განცხადებების და სახალხო დამცველის მომართვების განხილვა;

დ) განცხადების/საჩივრის ავტორთან ან/და სხვა პირთან შეხვედრა;

ე) ანალიზების და კვლევების მომზადება;

ვ) რეკომენდაციების შემუშავება;

ზ) გამოძიების სტადიაზე არსებული სისხლის სამართლის საქმის შესწავლა;

თ) სისხლის სამართლის საქმის შესწავლა, რომელზეც სასამართლოში მიმდინარეობს განხილვა ან გამოტანილია განაჩენი;

ი) ანალიზის მიზნით სისხლის სამართლის საქმეთა შესწავლა;

კ) კანონის პროექტებზე შენიშვნების/წინადადებების მომზადება;

ლ) სტრატეგიის/სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიშის მომზადება;

მ) სტატისტიკის წარმოება ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულებზე;

ნ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხები.

5. ამ დეპარტამენტის პროკურორთა შეფასება ასევე ხდება შეფასების სისტემის მე-15 მუხლის მე-3 – მე-7 პუნქტების მიხედვით.“.

7. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 23

საქართველოს გენერალური პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს 

პროკურორთა შეფასების კრიტერიუმები და წესი

ამ სამმართველოს პროკურორი ფასდება შემდეგ მიმართულებებში:

ა) ხელმძღვანელის შეფასება;

ბ) მენტორობის პროგრამაში მონაწილეობა;

გ) ტრენინგებში მონაწილეობა და ტრენინგების დროს მიღებული შეფასება;

დ) პრევენციულ ღონისძიებებში და სხვა აქტივობებში მონაწილეობა;

ე) წახალისების ღონისძიებები და დისციპლინური სახდელები.

ხელმძღვანელის შეფასება წარმოადგენს პროკურორის შეფასების დამოუკიდებელ მიმართულებას და პროკურორი ფასდება ორ კომპონენტში:

ა) ზოგადი უნარ-ჩვევები;

ბ) პროფესიული უნარ-ჩვევები.

3. ზოგადი უნარ-ჩვევების შეფასება ხდება შეფასების სისტემის მე-10 მუხლისა და დანართი N4-ის შესაბამისად.

4. პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასება მოიცავს პროკურორის კვალიფიკაციის და შესრულებული სამუშაოს ხარისხის შეფასებას როგორც საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელებასა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერაში, ასევე სამმართველოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სხვა მიმართულებებში.

5. პროკურორის კვალიფიკაცია და შესრულებული სამუშაოს ხარისხი ფასდება სამმართველოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ შემდეგ ძირითად მიმართულებებში:

ა) გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობა;

ბ) სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;

გ) სისხლის სამართლის საქმის შესწავლა, რომელზეც პროკურორი არ ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას ან სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას;

დ) სისხლის სამართლის საქმის შესწავლა, რომელზეც გამოტანილია განაჩენი;

ე) განხორციელებული მონიტორინგი;

ვ) რეკომენდაციების მომზადება;

ზ) საჩივრების/განცხადებების განხილვა;

თ) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხები.

6. საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელების და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხარისხის მიმართულებას ხელმძღვანელი აფასებს შეფასების სისტემის მე-10 მუხლისა და დანართი N4-ის შესაბამისად. ამასთან, აღნიშნული მიმართულებების შეფასება ცალ-ცალკე 100-ქულიანი სისტემით არ ხდება და ისინი ფასდება სამმართველოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სხვა მიმართულებებთან ერთობლივად, 100-ქულიანი სისტემით.

7. ამ სამმართველოს პროკურორთა შეფასება ასევე ხდება შეფასების სისტემის მე-15 მუხლის მე-3 – მე-7 პუნქტების მიხედვით.“.

8. 29-ე მუხლის:

ა)  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. პროკურორის კომპეტენციის განმსაზღვრელი საბოლოო ქულა გამოითვლება 100-ქულიანი სისტემით, საიდანაც პროკურორის საქმიანობის ხარისხის ხვედრითი წილი არის 50 ქულა, ხელმძღვანელის შეფასების ხვედრითი წილი არის 35 ქულა, ხოლო პროკურორის დატვირთვის ხვედრითი წილი – 15 ქულა.“.

ბ) მე-3-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ვინაიდან ხელმძღვანელის შეფასება ხდება 100 ქულის ფარგლებში, იმისათვის, რომ ხელმძღვანელის შეფასებაში მიღებული შედეგი მოექცეს ამ მიმართულებისთვის საბოლოოდ განსაზღვრული ხვედრითი წილის – 35 ქულის ფარგლებში, ხელმძღვანელის შეფასებაში მიღებული ქულა მრავლდება 0.35-ზე.

4. ვინაიდან პროკურორის დატვირთვა ფასდება 15 ქულის ფარგლებში, დატვირთვის მიმართულებაში მიღებული შედეგი არ სცდება ამ მიმართულებისათვის განსაზღვრულ ხვედრით წილს და წარმოადგენს ამ მიმართულებაში მიღებულ საბოლოო ქულას.“.

გ) მე-7 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი;“.

9. 31-ე მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, 11. იმ შემთხვევაში თუ პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის მიერ შეფასების შედეგად მიღებული საბოლოო ქულა 0.5 ქულის ფარგლებში ჩამორჩება შეფასების შესაბამისი კატეგორიისათვის განსაზღვრული ქულის ქვედა ზღვარს, პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის მიერ მიღებულ შეფასებას, ქულის ქვედა ზღვრამდე შევსების მიზნით დაემატება 0.1-დან 0.5 ქულამდე და განისაზღვრება პროკურორის/გამომძიებლის კომპეტენციის განმსაზღვრელი საბოლოო ქულა.“.

10. დანართი N3-ის:

ა) პირველი მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტის ,,ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, ფ) ბრალის ახალი ფორმულირების შესახებ;“.

ა.ბ) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე“-,,ვ“ ქვეპუნქტები:

,,ე) განრიდების შეთავაზების ოქმი (21 წელს მიღწეული პირისთვის);

ვ) განრიდების პროცესის შესაძლო დაწყების შესახებ არასრულწლოვანთან და მის კანონიერ წარმომადგენელთან/18-დან 21 წლამდე ასაკის პირთან კონსულტაციის ოქმი.“.

ბ) მე-6 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. კომპეტენციის განმსაზღვრელ საბოლოო ქულაში დატვირთვის მიმართულების ხვედრითი წილი არის 15 ქულა, ამიტომ კატეგორიების მიხედვით თითოეული პროკურორისთვის დატვირთვის საბოლოო ქულა გამოითვლება 15 ქულის ფარგლებში, რა დროსაც უპირატესობა ენიჭება ქვეყნის მასშტაბით ურთიერთშედარებადი სტრუქტურული დანაყოფების პროკურორთა დატვირთვის საერთო საშუალო მაჩვენებელთან მიმართებით (თავ II-ში მითითებული 500 ქულა) განსაზღვრულ პროკურორის დატვირთვის ქულის შესატყვის კატეგორიას. თითოეულ კატეგორიას (როგორც საერთოს, ასევე შიდას) მინიჭებული აქვს ქულა შემდეგი პრინციპით: ძალიან დატვირთული – 15, დატვირთული – 13, საშუალოზე მეტად დატვირთული – 11, საშუალოდ დატვირთული – 9, საშუალოზე ნაკლებად დატვირთული – 7, ნაკლებად დატვირთული – 5.“.

ბ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ საერთო საშუალო მაჩვენებელთან მიმართებით განსაზღვრული პროკურორის დატვირთვის კატეგორიის შესაბამისი ქულა ნაკლებია შიდა საშუალო მაჩვენებელთან მიმართებით განსაზღვრული პროკურორის დატვირთვის კატეგორიის შესაბამის ქულაზე, მაშინ საბოლოო ქულის გამოთვლისას საერთო საშუალო მაჩვენებელთან მიმართებით განსაზღვრული პროკურორის დატვირთვის კატეგორიის შესაბამის ქულას ემატება 0.5, 1 ან 1.5 ქულა.


   

გ) მე-7 მუხლის:

გ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტების და სამმართველოების პროკურორთა დატვირთვის გამოთვლის მეთოდოლოგია არსებითად დაეყრდნობა იმავე ლოგიკას, რომელსაც ეფუძნება პროკურორთა დატვირთვის გამოთვლის ალგორითმები. ცალკეული დეპარტამენტის და სამმართველოს პროკურორთა ქმედებების ან პროკურორთა რაოდენობამ შესაძლოა გამოიწვიოს ამ დანაყოფების პროკურორთა დატვირთვის ალგორითმებში გამოყენებული ცვლადების კორექტირება დატვირთვის კატეგორიების ობიექტურად განსაზღვრის მიზნით.“.

 გ.ბ) მე-5 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი;“.

11. დანართი N6-ის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1

გამომძიებლის დატვირთვა განისაზღვრება შესაფასებელ პერიოდში მის მიერ განხორციელებული ქმედებების რაოდენობრივი და შედეგობრივი მონაცემების დამუშავების გზით, რაც აერთიანებს შემდეგ დოკუმენტებს:

1. გამოკითხვის/დაკითხვის ოქმები:

ა) არასრულწლოვანი დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმი;

ბ) სრულწლოვანი დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმი;

გ) არასრულწლოვანი ბრალდებულის გამოკითხვის ოქმი;

დ) სრულწლოვანი ბრალდებულის გამოკითხვის ოქმი;

ე) სრულწლოვანი ბრალდებულის დაკითხვის ოქმი;

ვ) სრულწლოვანი დაზარალებულის/მოწმის დაკითხვის ოქმი.

2. საგამოძიებო მოქმედებების ოქმები:

ა) ჩხრეკის/პირადი ჩხრეკის ოქმი;

ბ) დათვალიერების/ამოღების ოქმი;

გ) ნიმუშის აღების ოქმი;

დ) რევიზიის აქტი;

ე) პირის ამოცნობის ოქმი;

ვ) გვამის ამოცნობის ოქმი;

ზ) ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი;

თ) ნივთის ამოცნობის ოქმი;

ი) საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი;

კ) დაკავების ოქმი;

ლ) დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი;

მ) ქონებაზე ყადაღის დადების ოქმი;

ნ) ინვენტარიზაციის აქტი;

ო) ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ოქმი;

პ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ოქმი;

ჟ) არაიდენტიფიცირებული პირის აღწერისა და პირობითი სახელის მინიჭების ოქმი;

რ) ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი;

ს) გვამის ექსჰუმაციის ოქმი;

ტ) დოკუმენტის/ინფორმაციის/მონაცემთა გადმოცემისა და მიღების ოქმი.

3. საპროცესო დოკუმენტები:

ა) ოქმი;

ბ) გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი;

გ) წერილობითი უარი განმცხადებელს გამოძიების დაწყებაზე;

დ) უწყება პირის გამოძახების შესახებ;

ე) შუამდგომლობა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე პირის მოწმედ დაკითხვის შესახებ;

ვ) ოქმი არასრულწლოვნის მიმართ ძალის ან/და სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ;

ზ) ოქმი შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ.

4. დადგენილებები:

ა)  აცილების შესახებ;

ბ)  არასრულწლოვანების დადგენის შესახებ;

გ) არასრულწლოვნის წარმომადგენლისთვის საპროცესო/საგამოძიებო მოქმედებაზე დასწრების აკრძალვის შესახებ;

დ) გადაუდებელი აუცილებლობის გამო პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ;

ე) ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ;

ვ) რევიზიის დანიშვნის შესახებ;

ზ) ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ;

თ) პიროვნების დაზუსტების შესახებ;

ი) საპროცესო წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ;

კ) გადაუდებელი აუცილებლობის გამო ამოღების ჩატარების შესახებ;

ლ) გადაუდებელი აუცილებლობის გამო დათვალიერების ჩატარების შესახებ;

მ) გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩხრეკის ჩატარების შესახებ;

ნ) გადაუდებელი აუცილებლობის გამო ნიმუშის აღების შესახებ;

ო) პატიმრობაში მყოფი პირის გარე სამყაროსთან კონტაქტის შეზღუდვის შესახებ;

პ) საჩივრის უარყოფის შესახებ;

ჟ) გადაუდებელი აუცილებლობის გამო საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შესახებ;

რ) შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

ს) შუამდგომლობის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

5. უფლებების განმარტებასთან დაკავშირებული დოკუმენტები:

ა) ხელწერილი ცრუ დასმენაზე;

ბ) არასრულწლოვანი დაზარალებულის კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლისთვის უფლებების განმარტების ოქმი;

გ) გირაოს შემტანის პასუხისმგებლობის შესახებ გაფრთხილების ოქმი;

დ) დაზარალებულისთვის უფლებების განმარტების ოქმი;

ე) არასრულწლოვანი ბრალდებულის კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლისთვის უფლებების განმარტების ოქმი;

ვ) დაზარალებულისთვის ინფორმაციის მიწოდებისა და საქმის მასალების გაცნობის ოქმი;

ზ) არასრულწლოვანი მოწმის კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლისთვის უფლებების განმარტების ოქმი.

6. წერილები:

ა) მიმართვის წერილი;

ბ) წერილობითი შეტყობინება განმცხადებელს გამოძიების დაწყების შესახებ;

გ) საქმის სხვა განყოფილებაში გადაგზავნის შესახებ;

დ) მიმართვა განცხადების გადაგზავნის შესახებ.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე