დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სსიპ − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი |
| მიღების თარიღი | 24/03/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/03/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 380090000.76.089.016007 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/03/2022 - 03/05/2023)
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილებით დამტკიცებული „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმებისას სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის“ 27-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 04 იანვრის №1-1/2 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
1. დამტკიცდეს:
ა) „სსიპ − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუში“ დანართი №1-ის შესაბამისად; ბ) „სსიპ − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის სამსახურებრივი მოწმობის ნიმუში“ დანართი №2-ის შესაბამისად; გ) „სსიპ − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ლუქის ნიმუშები“ დანართი №3-ის შესაბამისად. 2. სსიპ – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა ნუსხა, რომელთათვისაც სავალდებულოა თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ტარება, განისაზღვრება სსიპ – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სსიპ − წიაღის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის 24 ივლისის №6 ბრძანება. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები