„2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 144
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/03/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.023354
144
22/03/2022
ვებგვერდი, 23/03/2022
470000000.10.003.023354
„2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №144

2022 წლის 22 მარტი

ქ. თბილისი

 

„2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/01/2022, 470000000.10.003.023211) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ დანართ №17-ის („პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა“ (პროგრამული კოდი: 27 03 03 07)):

1. დანართ №17.1-ის („პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“ (პროგრამული კოდი: 27 03 03 07 01)):

ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სოფლის ექიმი (2022 წლის 28 თებერვლის ჩათვლით):“;

ბ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 119,864.6 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

სასწრაფო სამედიცინო დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება

115,555.6

2

სოფლის ექიმი (2022 წლის 28 თებერვლის ჩათვლით)

4,309.0

2.1

პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად

4,247.6

2.2

შიდა ქართლის სოფლების ამბულატორიული ქსელის ხელშეწყობა და განვითარება

61.4

 

სულ:

119,864.6.“;

 

გ) დანართი №17.1.5 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №17.1.5

შიდა ქართლის სოფლების ამბულატორიული ქსელის ხელშეწყობა და განვითარება

 

დაწესებულება

თვის ბიუჯეტი (ლარი)

შპს „შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი“

იანვარი

30,708

თებერვალი

30,708.“.

 

2. დანართ №17.2-ის („სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდება და სასწრაფო სამედიცინო დახმარება“ (პროგრამული კოდი: 27 03 03 07 02)) შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №17.3 (სოფლის ექიმი − პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად − ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი: 27 03 03 07 03) (2022 წლის 1 მარტიდან)):

დანართი №17.3

სოფლის ექიმი − პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად − ქვეპროგრამა

(პროგრამული კოდი: 27 03 03 07 03) (2022 წლის 1 მარტიდან)

მუხლი 1. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია სოფლის მოსახლეობისათვის პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა.

მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები

1. პროგრამის მე-3 მუხლით განსაზღვრული მომსახურების მოსარგებლეები არიან სოფლად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები.

2. მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით.

მუხლი 3. მომსახურების მოცულობა

პროგრამის ფარგლებში იფარება:

ა) სოფლის ექიმი − პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად, დანართ №17.3.1-ის შესაბამისად. მათ შორის:

ა.ა) „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით, საექიმო და საექთნო პუნქტების რაოდენობისა და „ექიმის ჩანთის“ განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული დანართ №1-ით განსაზღვრული საექიმო პუნქტებისათვის ამბულატორიული მომსახურებისათვის აუცილებელი მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების, „ექიმის ჩანთის“, სამედიცინო დოკუმენტაციის ბეჭდვის მომსახურების, სამედიცინო ნარჩენების მართვის მომსახურების და/ან კონტეინერებისა და სოფლის ექიმის/ექთნის უნიფორმის შესყიდვა:

ა.ა.ა) ამავე ბრძანების დანართ №2-ით („ექიმის ჩანთა“) განსაზღვრული გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებისათვის აუცილებელი მედიკამენტები და სამედიცინო დანიშნულების საგნები (გარდა დანართ №17.3.3-ით განსაზღვრული საექიმო პუნქტებისა);

ა.ა.ბ) „ექიმის ჩანთა“;

ა.ა.გ) „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს №338/ნ ბრძანებით დამტკიცებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) (დანართი №2) ბეჭდვის მომსახურება (გარდა დანართ №17.3.3-ით განსაზღვრული საექიმო პუნქტებისა);

ა.ა.დ) „ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 აგვისტოს №01-41/ნ ბრძანებით დამტკიცებული ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის (ფორმა №IV-200ა (ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი), ფორმა №IV-200-11ა (ლაბორატორიული გამოკვლევების ჟურნალი), ფორმა №IV-200-12/ა (ამბულატორიული პაციენტის რეგისტრაციის ჟურნალი), ფორმა №IV-200-13ა (ამბულატორიული პაციენტის ვიზიტებისა და ბინაზე/ადგილზე გამოძახების რეგისტრაციის ჟურნალი)) ბეჭდვის მომსახურება (გარდა დანართ №17.3.3-ით განსაზღვრული საექიმო პუნქტებისა);

ა.ა.ე) „მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) რეცეპტის გამოწერის წესისა და ფორმა №3 – რეცეპტის ბლანკის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 18 ივლისის №01-53/ნ ბრძანების შესაბამისად, რეცეპტის ბეჭდვის მიზნით, ქაღალდი და კარტრიჯი (გარდა დანართ №17.3.3-ით განსაზღვრული საექიმო პუნქტებისა);

ა.ა.ვ) „ტექნიკური რეგლამენტის – „სამედიცინო ნარჩენების მართვა“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 16 ივნისის №294 დადგენილების მოთხოვნებით გათვალისწინებული მომსახურების და/ან კონტეინერების შესყიდვა;

ა.ა.ზ) სოფლის ექიმის/ექთნის უნიფორმის შესყიდვა;

ა.ბ) ადმინისტრირება და მონიტორინგი;

ბ) შიდა ქართლის სოფლების ამბულატორიული ქსელის ხელშეწყობა და განვითარება – შიდა ქართლის სოფლებში სოფლის ექიმების/ექთნების გამართული მუშაობისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

გ) „სოფლის ექიმის“ პროგრამის ფარგლებში შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის სხვა საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვა.

მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი

1. პროგრამის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება სრულად, პროგრამის ფარგლებში.

2. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში:

ა) ერთი ექიმის ხელფასი განისაზღვრება თვეში 1 062.50 ლარის ოდენობით;

ბ) ერთი ექთნის/ფერშლის ხელფასი განისაზღვრება თვეში 818.75 ლარის ოდენობით.

3. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლის დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, დანართ №17.3.4-ის შესაბამისად.

მუხლი 5. პროგრამის განხორციელების მექანიზმები

1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა.ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების ან/და საქონლის შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ (გარდა „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებისა) და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​​1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

3. პროგრამის მე-3 მუხლის:

ა) „ა.ა.ა“ და „ა.ა.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებისათვის აუცილებელი მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების სრული კომპლექტი და „ექიმის ჩანთა“ შესყიდულ და გადაცემულ იქნეს ერთჯერადად, საჭიროების შესაბამისად. ამასთან, განმახორციელებლის მიერ მე-3 მუხლის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებისათვის აუცილებელი მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების კომპლექტის შევსება განხორციელდება მოთხოვნების შესაბამისად;

ბ) „ა.ა.ე“ ქვეპუნქტის ფარგლებში დაბეჭდილი რეცეპტის ბლანკები გადაეცემა სოფლის ექიმს, მოთხოვნის შესაბამისად;

გ) „ა.ა.ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სოფლის ექიმის/ექთნის უნიფორმა შეისყიდება ეტაპობრივად, ჰოლდინგის გადაწყვეტილების შესაბამისად.

მუხლი 6. მომსახურების მიმწოდებელი

1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება დანართ №17.3.2-ისა და დანართ №17.3.3-ის შესაბამისად:

ა) ჰოლდინგი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული – სოფლის ექიმის, სოფლის ექთნის/ფერშლის მეშვეობით;

ბ) სს „საჩხერის რაიონული საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანება“ − შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული – სოფლის ექიმის, სოფლის ექთნის/ფერშლის მეშვეობით;

გ) შპს „შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი“.

2. პროგრამის განმახორციელებელი და ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული რაოდენობის საექიმო და საექთნო პუნქტების დაკომპლექტება შესაბამისი კვალიფიკაციის კადრებით.

3. პროგრამის მე-3 მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტის მიმწოდებელია ჰოლდინგი.

4. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება განისაზღვრება დანართ №17.3.4-ის შესაბამისად.

მუხლი 7. პროგრამის განმახორციელებელი

პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების განმახორციელებელია ჰოლდინგი.

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 27,635.4 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად

27,352.4

2

შიდა ქართლის სოფლების ამბულატორიული ქსელის ხელშეწყობა და განვითარება

283.0

 

სულ:

 27,635.4

 

მუხლი 9. დამატებითი პირობები

1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი ვალდებულია, აწარმოოს ცალკეული საექიმო პუნქტების ფარგლებში მიმაგრებული კონტინგენტის აღრიცხვა (მათ შორის, ასაცრელი კონტინგენტის) და რუტინული ვაქცინაციის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია, დადგენილი ფორმისა და წესის შესაბამისად, მიაწოდოს რეგიონულ/რაიონულ სჯდ ცენტრებს. ამასთან, წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით ვაქცინაციის მიზნით, პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი ვალდებულია, მოახდინოს მიმაგრებული კონტინგენტის იმუნიზაციის ერთიან ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირება და წითელაზე აცრის სტატუსის აღრიცხვა. მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმურ ამბულატორიულ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად.

2. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა მოიცავს მიმწოდებლის მიერ განმახორციელებლისათვის ყოველთვიურად ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას, დადგენილი ფორმის შესაბამისად.

3. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლებისთვის „ექიმის ჩანთის“, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებისათვის აუცილებელი მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების, სამედიცინო დოკუმენტაციის, რეცეპტის ბლანკებისა და სოფლის ექიმის/ექთნის უნიფორმის გადაცემა განხორციელდეს ამავე პროგრამით დადგენილი წესით და გადაცემის საფუძველზე მითითებული საქონელი აღიარებულ იქნეს ხარჯად განმახორციელებლის მიერ.

დანართი №17.3.1 – პირველადი ჯანდაცვა სოფლად

1. ექიმთან/ექთანთან ვიზიტი.

2. იმუნიზაცია იმუნიზაციის ეროვნული კალენდრის მიხედვით და სამიზნე მოსახლეობის ადეკვატური მოცვა.

3. ჯანმრთელი პირებისა და ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება ქვეყანაში დამტკიცებული გაიდლაინების შესაბამისად.

4. ბავშვებისა და მოზარდების განვითარებაზე მეთვალყურეობა ქვეყანაში დამტკიცებული გაიდლაინების შესაბამისად.

5. ექიმის ან ექთნის ვიზიტი ბინაზე 3 წლამდე ბავშვებში, ქვეყანაში დამტკიცებული გაიდლაინების შესაბამისად.

6. ექიმის ან ექთნის ვიზიტი ბინაზე წელიწადში არანაკლებ 4-ჯერ მუდმივად მწოლიარე (გადაადგილების უნარს მოკლებულ) პირებთან.

7. ინკურაბელურ პაციენტებთან ბინაზე ვიზიტი, საჭიროების შესაბამისად.

8. ქრონიკული (მათ შორის, ჰიპერტონიული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, გულის იშემიური დაავადება, ბრონქული ასთმა, ინკურაბელური პაციენტები) და მწვავე დაავადებების:

ა) დიაგნოსტიკა კლინიკური სიმპტომო-კომპლექსისა და აუცილებელი, მინიმალური ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე;

ბ) მართვა და გადამისამართება, საჭიროების შესაბამისად.

9. ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ (DOT) მკურნალობის უზრუნველყოფა ექთნის მიერ.

10. სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა გადაუდებელი მდგომარეობების დროს.

11. ამბულატორიულ დონეზე, სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე, სამედიცინო დოკუმენტაციის (მათ შორის, საანგარიშგებო და სტატისტიკური ფორმები) წარმოება, ცნობებისა და რეცეპტების გაცემა (მათ შორის, ინკურაბელური პაციენტებისათვის) (გარდა „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს №338/ნ ბრძანებით დამტკიცებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობისა – ფორმა №IV-100ა (შემდგომში – ფორმა № IV-100ა) სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ავტომობილის მართვის მოწმობისა და იარაღის შეძენის ნებართვის მისაღებად წარსადგენი ცნობებისა).

12. გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებისათვის აუცილებელი მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით პაციენტის უზრუნველყოფა მინისტრის შესაბამისი აქტით დამტკიცებული „ექიმის ჩანთიდან“.

13. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფინანსებული პირველად ჯანდაცვაში ინტეგრირებული ტუბერკულოზის, აივ-ინფექციის/შიდსის და C ჰეპატიტის სკრინინგის პროექტის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალურ/საქალაქო სამსახურებთან არსებული შრომითი და/ან მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების) ფარგლებში ბენეფიციარების ტანდემ-ტესტირება С ჰეპატიტზე, აივ-ინფექციასა/შიდსსა და ტუბერკულოზზე, ხოლო სკრინინგით იდენტიფიცირებული დადებითი შედეგის მქონე პირების შემდგომ დიაგნოსტიკურ კვლევებსა და მკურნალობაში ჩართვის ხელშეწყობა.

14. „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვის“ პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დიაგნოსტიკის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალურ/საქალაქო სამსახურებთან არსებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მათ შორის:

ა) შესაბამისი ბიოლოგიური მასალის აღება (საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის/ლაბორატორიის მიერ გადაცემული სახარჯი მასალის გამოყენებით), შენახვა და ტრანსპორტირება;

ბ) ტესტირება ანტიგენის განმსაზღვრელი სწრაფი/მარტივი მეთოდით (საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის მიერ გადაცემული ტესტსისტემების გამოყენებით).

დანართი №17.3.2 – „პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“

კომპონენტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი

 

მუნიციპალიტეტი

მომსახურების მიმწოდებელი

1

ქედა

ჰოლდინგი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული − სოფლის ექიმის/ექთნის/ფერშლის საშუალებით

2

ქობულეთი

3

შუახევი

4

ხულო

5

ხელვაჩაური

6

ლანჩხუთი

7

ოზურგეთი

8

ჩოხატაური

9

ბაღდათი

10

ვანი

11

ზესტაფონი

12

თერჯოლა

13

სამტრედია

14

ტყიბული

15

წყალტუბო

16

ჭიათურა

17

ხარაგაული

18

ხონი

19

ახმეტა

20

გურჯაანი

21

დედოფლისწყარო

22

თელავი

23

ლაგოდეხი

24

საგარეჯო

25

სიღნაღი

26

ყვარელი

27

დუშეთი

28

მცხეთა

29

ამბროლაური

30

ლენტეხი

31

ონი

32

ცაგერი

33

აბაშა

34

ზუგდიდი

35

მარტვილი

36

მესტია

37

სენაკი

38

ჩხოროწყუ

39

წალენჯიხა

40

ხობი

41

ადიგენი

42

ასპინძა

43

ახალქალაქი

44

ახალციხე

45

ბორჯომი

46

ნინოწმინდა

47

ბოლნისი

48

გარდაბანი

49

დმანისი

50

თეთრიწყარო

51

მარნეული

52

წალკა

53

ყაზბეგი

 

54

თიანეთი

55

გორი

ჰოლდინგი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული − სოფლის ექიმის/ექთნის/ფერშლის საშუალებით, გარდა დანართ №17.3.3-ით განსაზღვრულისა

56

კასპი

57

ქარელი

58

ხაშური

59

საჩხერე

სს „საჩხერის რაიონული საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანება“

 

დანართი №17.3.3 – „პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ კომპონენტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი შიდა ქართლის ზოგიერთი სოფლისათვის

 

მუნიციპალიტეტი

ტერიტორიული ორგანო

სოფელი

მომსახურების მიმწოდებელი

1

გორი

ტყვიავი

ფლავი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შპს „შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი“

ფლავისმანი

ტყვიავი

მარანა

ძევერა

ქიწნისი

2

გორი

ახალუბანი

ახრისი

ციცაგიანთკარი

ჯარიაშენი

3

გორი

ახალუბანი

ქვეში

ქვემო არცევი

4

გორი

ახალუბანი

ახალუბანი

მუმლაანთკარი

აძვი

მეჯვრისხევი

მეჯვრისხევი

ფაბრიკის დასახლება

5

გორი

დიცი

დიცი

6

გორი

დიცი

ქორდი

არბო

7

გორი

შავშვები

შავშვები

ქვემო შავშვები

ნაწრეტი

წითელუბანი

8

გორი

 შავშვები

ნადარბაზევი

ხურვალეთი

9

გორი

ტირძნისი

ტირძნისი

მეღვრეკისი

ერგნეთი

თერგვისი

ბროწლეთი

10

გორი

მერეთი

მერეთი

კარბი

ქერე

კოშკა

გუგუტიანთკარი

ზარდიაანთკარი

11

გორი

კარალეთი

კარალეთი

დიდი გარეჯვარი

პატარა გარეჯვარი

სათბურის დასახლება

12

გორი

ზეღდულეთი

ბერშუეთი

კირბალი

ზემო სობისი

13

გორი

შინდისი

ქვემო ხვითი

14

კასპი

კოდისწყარო

კოდისწყარო

სარიბარი

ყარაფილა

ზადიაანთკარი

ზემო რენე

ქვემო რენე

ნიგოზა

ჩობალაური

15

კასპი

ლამისყანა

ლამისყანა

თვაური

ხვითი

16

კასპი

ქვემო ჭალა

ქვემო ჭალა

გორაკა

საკორინთლო

პანტიანი

გამდლისწყარო

ვაკე

ახალშენი

17

ქარელი

ბრეძა

ბრეძა

აბანო

ჭვრინისი

საციხური

კოდა

ატოცი

გულიკაანთ უბანი

18

ქარელი

ავლევი

კნოლევი

ავლევი

ცერონისი

19

ქარელი

დვანი

დვანი

ტახტიძირი

20

ქარელი

დირბი

დირბი

21

ქარელი

ფცა

ფცა

თამარაშენი

ღოღეთი

22

ხაშური

წაღვლი

წაღვლი

ქვემო ბროლოსანი

ზემო ბროლოსანი

ჩორჩანა

კლდისწყარო

წეღვერი

ტიტვინის წყარო

ყობი

 

დანართი №17.3.4

შიდა ქართლის სოფლების ამბულატორიული ქსელის ხელშეწყობა და განვითარება

 

დაწესებულება

თვის ბიუჯეტი (ლარი)

შპს „შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი“

მარტი

30,708

აპრილი

29,213

მაისი

27,193

ივნისი

27,193

ივლისი

27,193

აგვისტო

27,193

სექტემბერი

27,193

ოქტომბერი

27,193

ნოემბერი

29,213

დეკემბერი

  30,708 .“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი