დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 თებერვლის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 143 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/03/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/03/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.023353 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 თებერვლის №47 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/02/2022, 470230000.10.003.023255) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის“:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის უზრუნველსაყოფად, სამედიცინო დაწესებულებათა აღჭურვა/ რეაბილიტაცია.“. 2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა და „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით გათვალისწინებული წესით.“. 3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პროგრამის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განმახორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) ცენტრალური აპარატი, ხოლო „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განმახორციელებელია სამინისტრო, მომსახურების ხელშეკრულებით დასაქმებული „COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის (WB)“ განმახორციელებელი ჯგუფის (PIU) მეშვეობით.“. 4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტების მიხედვით, განისაზღვროს 31 840.0 ათასი ლარით:
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები