„ონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები ონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/03/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.118.016337
13
24/03/2022
ვებგვერდი, 29/03/2022
010250050.35.118.016337
„ონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ონის მუნიციპალიტეტი
 

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2022 წლის 24 მარტი

ქ. ონი

 

„ონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის №15 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/04/2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.118.016234) შევიდეს ცვლილებები და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1.   მე-11  მუხლის მე-4 პუნქტის:

ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა და ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური;“;

ბ)  „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ  დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

 „კ) მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული  იურიდიული სამსახური.“.

2.  მე-12 მუხლის:

ა)  პირველი  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, მერიის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების სამართლებრივი და ტექნიკური მხარდაჭერა. აგრეთვე მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა. სოციალური და ჯანდაცვის საკითხების შესწავლა და შესაბამისი დახმარების გაწევა. მუნიციპალიტეტის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელება, ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვა, ასევე, პროექტების მომზადება სოციალურად დაუცველ (მათ შორის ვეტერანები, ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული პირები) პირთა მიმართ დამატებითი სოციალური შეღავათებისა და დახმარების თაობაზე.".

ბ)  მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა და ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლის გარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის, სპორტის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის საქმეში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა. მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია. საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში;“;

გ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი  შინაარსის  9პუნქტი:

„91. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – იურიდიული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სამართლებრივი მომსახურება, მისი ინტერესების დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში, ნორმატიული აქტებისა და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების და მუნიციპალიტეტის საქმიანობის მარეგულირებელი სხვა შიდა სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; მერიის და მისი თანამდებობის პირების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა (კონსულტაცია).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 მაისიდან.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებაჩანა მარკოიშვილი