„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორცილების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/03/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/03/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016472
12
22/03/2022
ვებგვერდი, 24/03/2022
010260020.35.104.016472
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორცილების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2022 წლის 22 მარტი

ქ. წალენჯიხა

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორცილების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 თებერვლის №7 დადგენილებაში (www. Matsne.gov.ge 25/02/2022, სარეგისტრაცი კოდი: 010260020.35.104.016467):
ა) დადგენილების დანართის პრეამბულა ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„ეს წესი განსაზღვრავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლების ბოლო ერთი წლის განმავლობაში და პროგრამის განხორციელების პერიოდში ფაქტობრივად ცხოვრობენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე , და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებულ პირებისათვის-დევნილებისათვის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის „მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა“ მუხლში გათვალისწინებული პროგრამების განხორციელების პრინციპებს, სოციალური დახმარების დანიშვნასა და გაცემასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ წარმოსადგენს დოკუმენტთა ნუსხას, სოციალური დახმარების სახეობას და გასაცემი თანხის ოდენობას“;

ბ) დადგენილების დანართის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბენეფიციარმა სამედიცინო კლინიკიდან უნდა წარმოადგინოს დიაგნოზის დამადასტურებელი ჯანმრთელობის ცნობა ფორმა №100 საჭირო მკურნალობისა და კვლევების მითითებით.“;

გ) დანართის მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16. წარჩინებულ სტუდენტთა  სწავლის საფასურის თანადაფინანსება

1.პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ მრავალშვილიანი ოჯახების შვილებს, რომლებიც სწავლობენ  აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში, ოჯახის სარეიტინგო ქულა აქვთ 120 000-ზე ნაკლები და არ არიან ჩართული დაფინანსების არცერთ სახელმწიფო პროგრამაში;

2.პრიორიტეტი ენიჭება, პირველ რიგში, სტუდენტის მაღალ აკადემიურ მოსწრებას შეფასების სისტემით 91 ქულიდან  100 ქულის ჩათვლით (GPA 3-4), შემდეგ ოჯახის შედარებით დაბალ სარეიტინგო ქულას;

3.დაფინანსება მოხდება მიმდინარე სასწავლო წლის სწავლის საფასურის ნახევრის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1125 ლარისა, დარჩენილი თანხის დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ.;

4.დაფინანსება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით შესაბამის სასწავლებელში თანხის ჩარიცხვით.“.

დ) დადგენილების დანართის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. ბენეფიციართა განცხადება და შესაბამისი დოკუმენტაცია პროგრამით სარგებლობის შესახებ წარედგინება მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებას, რომლის თანამშრომელი  დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში მოქალაქეს აძლევს ინფორმაციას ხარვეზის არსებობისა და მისი გამოსწორების თაობაზე.“

ე) დადგენილების დანართის 22-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-2 პუნქტი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკორნელი სალია