ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №159 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №159 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/03/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/03/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016743
10
21/03/2022
ვებგვერდი, 22/03/2022
010250050.35.160.016743
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №159 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2022 წლის 21 მარტი

ქ. რუსთავი

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის N159 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლის  შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ  რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №159 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 24/12/2019 წ., 010250050.35.160.016595) პირველი მუხლის „გ“ პუნქტით დამტკიცებულ „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“ (პროგრამული კოდი 06 01 04) ქვეპროგრამის განხორციელების წესში“  შეტანილ იქნას შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD- 10) მიხედვით განვითარების ზოგადი აშლილობების ჯგუფის (F84.0  F84.9) დიაგნოზის მქონე 2-დან 18 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც განცხადებით მიმართვამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, ქვეპროგრამაში ჩართვის მომენტისათვის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ საზღვრებში არიან რეგისტრირებულნი (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ);“;

ბ) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ქვეპროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი მომსახურების დაფინანსება:

ქვეპროგრამის მოსარგებლისათვის თვეში არაუმეტეს 17 სეანსის მიწოდება, თითოეული სეანსის ხანგრძლივობა შეადგენს 1 საათს, ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესაბამისად. თვეში 17 საათის განსაზღვრის შემთხვევაში, გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპიის სეანსების მინიმალურმა რაოდენობამ უნდა შეადგინოს სეანსების საერთო რაოდენობიდან არანაკლებ 12 სეანსი. დარჩენილი 5 სეანსის შემთხვევაში, შესაძლებელია მიმწოდებლის მიერ, ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესაბამისად მოხდეს მოსარგებლისათვის საჭირო სეანსების მიწოდება (მ.შ. გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპია, საჭიროებისამებრ, მეტყველების თერაპია, ოკუპაციური/სენსორული თერაპია და სხვა). როცა შეუძლებელია სეანსის ჩატარება ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლებელია სრულად ან ნაწილობრივ სეანსების რაოდენობა განაწილდეს შემდეგ თვეებზე.“;

გ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს თვეში 357 (სამას ორმოცდაჩვიდმეტი ლარი და 00 თეთრი) ლარისა, გარდა ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული შემთხვევისა.“;

დ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ქვეპროგრამის ფარგლებში, თვეში ფინანსდება არაუმეტეს 17 სეანსი, ხოლო დამატებითი სეანსების ღირებულება შესაძლებელია ანაზღაურდეს მოსარგებლის (პაციენტის) მხრიდან. იმ შემთხვევაში თუ თვეში 17 სეანსის არ ჩატარდება, თვის დარჩენილი სეანსები მომდევნო თვეში არ ანაზღაურდება.“;
 

ე) მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. აღნიშნული მომსახურება ანაზღაურდება მოსარგებლის ქვეპროგრამაში ჩართვის თვიდან მოსარგებლის 18 წლის ასაკის შესრულებამდე. ანაზღაურებას ექვემდებარება, ასევე 18 წლის შესრულების თვის მანძილზე მოსარგებლისათვის მიწოდებული მომსახურება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 აპრილიდან.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარი შეროზია