დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში საარჩევნო უბნების შექმნის, საუბნო საარჩევნო კომისიების/სპეცჯგუფების დაკომპლექტების, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების/ვადის განსაზღვრისა და სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დადგენის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 21 თებერვლის №21/2022 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27/2022 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 19/03/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/03/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190020.15.008.016632 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში საარჩევნო უბნების შექმნის, საუბნო საარჩევნო კომისიების/სპეცჯგუფების დაკომპლექტების, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების/ვადის განსაზღვრისა და სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დადგენის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 21 თებერვლის №21/2022 დადგენილების (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 22/02/2022, 010190020.15.008.016626) მე-7 მუხლის „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილ საარჩევნო უბნებში ამ დადგენილების მე-5 მუხლის შესაბამისად, აკრედიტებული/დანიშნული/ადგილობრივი დამკვირვებლები/ საარჩევნო სუბიექტის/პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლები, თუ სპეციალური სიის შედგენის მომენტში მათი რეგისტრაციის მისამართი №12 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებშია (რუსთავის მუნიციპალიტეტი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერის, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულები) განთავსებული.”. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები