„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ერთ ბავშვზე/აღსაზრდელზე გათვლილი ვაუჩერით დაფინანსების, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვის, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 02 ოქტომბრის N25-101 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 8-14
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/03/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/03/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 03/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.016968
8-14
18/03/2022
ვებგვერდი, 21/03/2022
010250050.35.101.016968
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ერთ ბავშვზე/აღსაზრდელზე გათვლილი ვაუჩერით დაფინანსების, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვის, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 02 ოქტომბრის N25-101 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8-14

2022 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ერთ ბავშვზე/აღსაზრდელზე გათვლილი ვაუჩერით დაფინანსების, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვის, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 02 ოქტომბრის N25-101 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’მე-61 მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ერთ ბავშვზე/აღსაზრდელზე გათვლილი ვაუჩერით დაფინანსების, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვის, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე“ (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge  06/10/2015; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.101.016214) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 ოქტომბრის №25-101 დადგენილებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. გარდამავალი დებულებები

1. 2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში, რეგისტრაციის ელექტრონული ფორმის შევსების გარეშე რეგისტრაცია განხორციელდეს 2022 წლის 01 იანვრიდან საქართველოში შემოსულ უკრაინის მოქალაქე 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვების და ასევე იმ ბავშვების, რომელთაც  საჯარო სკოლებში მიმდინარე სასწავლო წლის დაწყების შემდგომ მომავალი საწავლო წლის დაწყებამდე პერიოდში უსრულდებათ 6 წელი.

2. 2022 წლის 01 იანვრამდე, საქართველოში შემოსული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უკრაინის მოქალაქეები, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში რეგისტრაციას დაექვემდებარებიან, დადგენილი წესის შესაბამისად, ამ მუხლის გათვალისწინებით, დროებითი ცხოვრების უფლების, ბინადრობის ნებართვის ან/და ბინადრობის უფლების მაძიებლის სტატუსის ქონის შემთხვევაში.

3. სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში, 2022 წლის 01 იანვრიდან საქართველოში შემოსულმა უკრაინის მოქალაქეებმა, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში სწავლას დაქვემდებარებული, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უკრაინის მოქალაქეების რეგისტრაციის თხოვნით, უნდა მიმართონ ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ და უნდა  წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია.

4. ამ მუხლის მიზნებისთვის/დადგენილებით დამტკიცებული წესის მიზნებისათვის, უკრაინელი მოქალაქეების მიერ წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა განისაზღვროს ა(ა)იპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ დირექტორის ბრძანებით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 16 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე