„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებული სისტემის დანერგვის, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-82 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 8-26
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/03/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 300330000.35.101.016952
8-26
18/03/2022
ვებგვერდი, 21/03/2022
300330000.35.101.016952
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებული სისტემის დანერგვის, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-82 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8-26

2022 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებული სისტემის დანერგვის, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-82 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №667 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 10 მარტის №122 დადგენილების  შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებული სისტემის დანერგვის, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M​2 და M​3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-82 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 06/01/2015, სარეგისტრაციო კოდი: 300330000.35.101.016081) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვის გაცემის ფასი 2017 წლის პირველი მაისიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე განისაზღვროს 15 (თხუთმეტი) ლარის ოდენობით.“.

2. დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებული სისტემის დანერგვის, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში  მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის:

ა) მე-17 მუხლის პირველი პუნქტის:

ა.ა) „მ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ2) უზრუნველყოს სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული ავტობუსებით გადაყვანილი მგზავრების მიერ მგზავრობის ტარიფის/ფასის გადახდის კონტროლი;“;

ა.ბ) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) მომსახურების გაწევა განახორციელოს დადგენილი ტარიფის (თუ მომსახურების გაწევა  ეკონომიკის რეგულირებადი სფერო იქნება) ან მის მიერ განსაზღვრული მგზავრობის ფასის (თუ მომსახურების გაწევა ეკონომიკის რეგულირებადი სფერო არ იქნება) შესაბამისად, ხოლო სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართულ ავტობუსებზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი მგზავრობის ტარიფის/ფასის შესაბამისად;“.

ბ. 181 მუხლის:

ბ.ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, სამგზავრო გადაყვანის  მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართვის უზრუნველსაყოფად, განსაზღვრავს მგზავრობის ტარიფს/ფასს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მგზავრობის ტარიფი/ფასი ჩაირიცხება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ანგარიშზე, რომელიც მის ანგარიშზე მგზავრობის ტარიფის/ფასის ჩარიცხვის შემდეგ ვალდებულია ნებართვის მფლობელს გადაუხადოს მომსახურების საფასური.“;

ბ.ბ) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების გაფორმებამდე, განსაზღვრავს სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული ავტობუსების მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ პირობებს, მათ შორის, მომსახურების სანაცვლოდ გადასახდელი თანხის (მძღოლის შრომის ანაზღაურება, საწვავის ხარჯი და ავტობუსის ექსპლუატაციის სხვა ხარჯები) ოდენობას და უნაზღაურებს ნებართვების მფლობელებს მომსახურების სანაცვლოდ გადასახდელ თანხას. ინტეგრირებულ სისტემაში ჩართულ ავტობუსებზე მგზავრობის ტარიფის/ფასის გადახდა ხორციელდება მხოლოდ ელექტრონული გადახდის საშუალებებით.“;

ბ.გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ნებართვის გამცემი ახორციელებს კონტროლს და ინფორმაციას იღებს ნებართვის მფლობელისგან სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული ავტობუსებით გადაყვანილი მგზავრების მიერ მგზავრობის ტარიფის/ფასის გადახდის შესახებ.“.

მუხლი 2
1. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის პირველი აპრილიდან.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე