დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორიის და მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M2 კატეგორიის) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“, საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ და საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების/ფასის, აგრეთვე რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას და საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 8-23 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 18/03/2022 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/03/2022 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.101.016955 |
|
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორიის და მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M2 კატეგორიის) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“, საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ და საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების/ფასის, აგრეთვე რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას და საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორიის და მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M2 კატეგორიის) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“, საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ და საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების/ფასის, აგრეთვე რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას და საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 06/01/2015, სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.101.016086) და დადგენილების:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ტრანსპორტით გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“; ბ) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ტარიფები ჩაირიცხება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ანგარიშზე.“; გ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული, მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული: ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორიები), მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას უფასო მგზავრობის უფლება მიეცეთ:“; დ) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს, „ლ1“ ქვეპუნქტის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ2“ ქვეპუნქტი: „ლ2) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ განსაზღვრულ შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომლებს“; ე) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული, მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული: ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორიები), მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით/ფასით (0,2 ლარი) მგზავრობის უფლება მიეცეთ:“; ვ) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული, მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული: ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორიები), მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით/ფასით (0,1 ლარი) მგზავრობის უფლება მიეცეთ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს.“; ზ) მე-2 მუხლს, 31 პუნქტის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი: „32. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„თ“, „კ“, „მ“, „ო“ ქვეპუნქტებით, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ.ა“-„ბ.გ“, „ბ.ე“, „გ“, „ე“, „თ“-„ი1“ ქვეპუნქტებით და მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირების შემთხვევაში თითოეული პირისთვის კალენდარული თვის განმავლობაში ზემოაღნიშნული ყველა სახის ტრანსპორტით ჯამში განისაზღვროს არა უმეტეს 200 მგზავრობისა, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“, „ლ1“, „ლ2“, „ნ“ ქვეპუნქტებით, მე-2 პუნქტის „ბ.დ“, „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების შემთხვევაში თითოეული პირისთვის კალენდარული თვის განმავლობაში ზემოაღნიშნული ყველა სახის ტრანსპორტით ჯამში განისაზღვროს არა უმეტეს 100 მგზავრობისა, ხოლო ამ დადგენილების მე-3 მუხლით დამტკიცებული ფასდაკლების სისტემით სარგებლობისას მგზავრობის ტარიფის/ფასის გადახდის ფუნქციის მქონე ბარათის ან გადახდის სხვა საშუალების (გარდა ვადიანი სამგზავრო ბარათისა) გამოყენების შემთხვევაში კალენდარული თვის განმავლობაში ზემოაღნიშნული ყველა სახის ტრანსპორტით ჯამში განისაზღვროს არა უმეტეს 200 მგზავრობისა.“.
|
მუხლი 2 |
1. დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის პირველი აპრილიდან.
2. დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი გავრცელდეს 2022 წლის პირველი მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები