ოკუპირებულ აფხაზეთში 2022 წლის 12 მარტს ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შესახებ

ოკუპირებულ აფხაზეთში 2022 წლის 12 მარტს ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 09-ს
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 18/03/2022
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 010340000.31.060.016026
09-ს
18/03/2022
ვებგვერდი, 21/03/2022
010340000.31.060.016026
ოკუპირებულ აფხაზეთში 2022 წლის 12 მარტს ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

დადგენილება №09-ს

2022 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება

ოკუპირებულ აფხაზეთში 2022 წლის 12 მარტს ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შესახებ


მუხლი 1
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ტოტალური დარღვევის მორიგ გამოვლინებად  იქცა 2022 წლის 12 მარტს ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნები. მსგავსი „არჩევნების“ მიზანი იყო და არის სეპარატისტული რეჟიმის ლეგიტიმაციის მცდელობა. ამ რეჟიმს კი, რუსეთის ფედერაციის ხელშეწყობით, ჩადენილი აქვს  უმძიმესი დანაშაულები, მათ შორის ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდა, გენოციდი. ეს დანაშაულები, ჰუმანიტარული სამართლის სხვა უხეში დარღვევები დადასტურებული და დაგმობილია საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ევროპის უშიშროებისა და თანამშომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მიერ ბუდაპეშტის (1994), ლისაბონის (1996) და სტამბოლის (1999) სამიტებზე. ასევე აღსანიშნავია გაეროს გენერალური ასამბლეის 2008 წლის 29 მაისის და შემდგომი წლების ანალოგიური რეზოლუციები, რომლებშიც ასევე დაფიქსირებულია აფხაზეთში ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდის ფაქტი.

ამა წლის 12 მარტის „არჩევნები“ მიმდინარეობდა უცხოური ოკუპაციის პირობებში, როდესაც ეფექტიან კონტროლს აფხაზეთზე, როგორც ეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა (2020 წლის 21 იანვარი), ახორციელებს რუსეთის ფედერაცია. გარდა ამისა, მასში მონაწილეობა არ მიუღია  აფხაზეთის კანონიერი მოსახლეობის თითქმის სამ მეოთხედს, ფეხქვეშ გაითელა საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო სამართალი. ყოველივე ამის გამო, ცივილიზებული სამყარო, მსოფლიო თანამეგობრობა, რომელიც მხარს უჭერს  საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, არ ცნობს აფხაზეთში ჩატარებულ „არჩევნებს“, რაც მკაფიოდაა დაფიქსირებული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დემოკრატიული სახელმწიფოების დოკუმენტებსა თუ  განცხადებებში.

ოკუპირებულ აფხაზეთში გამართული ე.წ. არჩევნები ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, ადამიანის  უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციას,  ისე საქართველოს კანონმდებლობას, კერძოდ  საქართველოს კონსტიტუციასა და „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონს. 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, უმაღლესი საბჭო ადგენს:

1. უკანონოდ იქნეს ცნობილი 2022 წლის 12 მარტს აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნები.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეჯემალ გამახარია