სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ბლანკების ნიმუშების დამტკიცების შესახებ

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ბლანკების ნიმუშების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 18/03/2022
დოკუმენტის ტიპი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 080240000.79.092.016005
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5
18/03/2022
ვებგვერდი, 21/03/2022
080240000.79.092.016005
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ბლანკების ნიმუშების დამტკიცების შესახებ
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/03/2022 - 11/05/2022)

 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის

ბრძანება №5

2022 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ბლანკების ნიმუშების დამტკიცების შესახებ

„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილების, ბრძანების, მითითების) ბლანკის ნიმუში ამ ბრძანების  დანართი №1-ის შესაბამისად;

ბ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის (შემდგომში – სამსახური) იურიდიულ მისამართზე მდებარე სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული სტრუქტურული ერთეულებისა და თანამდებობის პირთა სახელით გასაგზავნი კორესპონდენციის ბლანკის ნიმუში ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად;

გ) ქალაქ ქუთაისში ი. აბაშიძის გამზირზე მდებარე სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული სტრუქტურული ერთეულებისა და თანამდებობის პირთა სახელით გასაგზავნი კორესპონდენციის ბლანკის ნიმუში ამ ბრძანების დანართი №3-ის შესაბამისად;

დ) ქალაქ ბათუმში მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარე სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული სტრუქტურული ერთეულებისა და თანამდებობის პირთა სახელით გასაგზავნი კორესპონდენციის ბლანკის ნიმუში ამ ბრძანების დანართი №4-ის შესაბამისად.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 


სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსიკარლო კაციტაძე