დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან სატვირთო ავტომობილების რიგების მოწესრიგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 26 აგვისტოს №481 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/03/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/03/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 14/04/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480180000.22.034.017219 |
32
21/03/2022
ვებგვერდი, 22/03/2022
480180000.22.034.017219
„საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების სასაზღვრო გამტარ
პუნქტებთან სატვირთო ავტომობილების რიგების მოწესრიგების წესის დამტკიცების
შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 26 აგვისტოს №481 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან სატვირთო ავტომობილების რიგების მოწესრიგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 26 აგვისტოს №481 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 26/08/2016, 480180000.22.034.016561) დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მიზნით სასაზღვრო გამტარი პუნქტის მიმართულებით გადაადგილებული სატვირთო ავტომობილის მძღოლი ვალდებულია, საგზაო მოძრაობა გააგრძელოს შესაბამის სასაზღვრო გამტარ პუნქტთან განთავსებულ სპეციალურ ავტოსადგომზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიღებული ქვითრის შესაბამისად განსაზღვრული რიგითობის დაცვით (გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა).“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 14 აპრილიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები