„სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები სამტრედიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/03/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016397
37
18/03/2022
ვებგვერდი, 18/03/2022
010250050.35.120.016397
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამტრედიის მუნიციპალიტეტი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №37

2022  წლის 18 მარტი

ქ. სამტრედია

,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ პუნქტის  „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №32 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებპორტალი, 08.12.2017, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.120.016251) შეტანილ იქნეს ცვლილება.

2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) „კ1“ ქვეპუნქტი:

„კ1) დასუფთავების მოსკრებლის გადამხდელად აღრიცხვის მიზნით წერილობითი ფორმით ინფორმირებას და დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად აღრიცხვას.’’

ბ)  „კ2“ ქვეპუნქტი:

„კ2)  დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად აღრიცხვის ან დასუფთავების მოსაკრებლის გადაუხდელობის პირობების დარღვევის შემთხვევაში, დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელის გაფრთხილებას, როგორც წერილობითი მიმართვით, ასევე კომუნიკაციის სხვა საშუალებებით.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ჯამბურია