„დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/03/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.156.016443
12
18/03/2022
ვებგვერდი, 21/03/2022
010250050.35.156.016443
„დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დმანისის მუნიციპალიტეტი
 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №12

2022 წლის 18 მარტი

ქ. დმანისი

 

„დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

„დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №35 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/12/2017, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.156.016283) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. მე-11 მუხლის მე-4 ნაწილის „თ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

 „თ) მუნიციპალური ინსპექცია“.

2. მე-12 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუნიციპალური ინსპექციის ძირითადი ფუნქციებია: საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“, საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს ორგანული კანონით „საარჩევნო კოდექსი“ და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა და რეაგირება“.

3. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. მერის წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში (შემდგომში – მერის წარმომადგენელი) არის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ შესაბამისად, ამ დებულებით დადგენილი წესით, ნიშნავს მუნიციპალიტეტის მერი.

2. მერის წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.

3. მერის წარმომადგენელს აქვს ბეჭედი დმანისის მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით, რომელსაც იყენებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების დროს შედგენილი, გამოცემული ან/და უკვე არსებული აქტების დასამოწმებლად. იგი ანგარიშვალდებულია და მასზე სამსახურეობრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.

4. მერის წარმომადგენლის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის ან მისი არ ყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას მერის ბრძანების საფუძველზე ასრულებს უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე.

5. მერის წარმომადგენელი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი წესით:

ა) მერს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ.

ბ) უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას.

გ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან.

დ) ორგანიზებას უწევს, აკონტროლებს და მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

ე) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვის ჩატარებას.

ვ) მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ, ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს, ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და მერისთვის მის მიწოდებას.

ზ) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს მერს.

თ) ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესახებ, უზრუნველყოფს მათი განხორციელების კოორდინაციას.

ი) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე.

კ) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას.

ლ) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ.

მ) მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში, ადმინიტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში.

ნ) ვალდებულია მოახდინოს დროული რეაგირება, დაუყოვნებლივ აცნობოს მუნიციპალიტეტის მერიას და სხვა შესაბამის უწყებებს კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შესახებ, მათ შორის:

  • უკანონო ტყითსარგებლობა, ხე ბუჩქნარისა და ტყის კულტურების მოსპობა ან დაზიანება, მერქნიან მცენარეთა უკაონო გაჩეხვა/დაზიანება;
  • ტყის ტერიტორიის ან დაცული ტერიტორიების სარგებლობის ფარგლებში მიწის თვითნებური დაკავება;
  • თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევა;
  • მყარი ნარჩენების შეგროვებისა და გატანის წესების დარღვევა;
  • ბუნებისა და კულტურული ძეგლის დაზიანება;
  • უნებართვო მშენებლობა;
  • სახელმწიფოს ან მუნიციპალური საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება და სარგებლობა;
  • წიაღის დაცვის მოთხოვნათა დარღვევა და წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე;
  • წყლის დაცვისა და წყლით სარგებლობის წესების დარღვევა, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა;
  • სანიტარულ-ეპიდსაწინააღმდეგო და პანდემიის წესების დარღვევა;
  • და სხვა სამართალდარღვევათა თაობაზე.

ო) მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო-პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების საკითხებში.

პ) მერის ან შესაბამისი სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის ინფორმაციას იმ პირთა შესახებ, რომელთა დახმარება ხორციელდება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.

ჟ) საქართველოს კანონით „სამოქალაქო აქტების შესახებ“ განსაზღვრული წესით ახორციელებს დაბადების (თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულებების გარეთ, დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე) რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსათვის მიმართვას, პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენას  და პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვას.

რ) მოქალაქეებზე გასცემს ცნობებს:

  • საქონლის ადგილწარმოშობის შესახებ;
  • პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;
  • პირის მიერ უძრავი ქონების ფლობის შესახებ;
  • მაღალმთიან დასახლებაში პირის ფაქტპობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;
  • საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ცნობებს;

ს) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები პირების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვების პროცესში, შეისწავლის ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას, ადგილზე ამოწმებს ბავშვზე ძალადობასთან დაკავშირებულ გადაუდებელ შემთხვევას, აწარმოებს შემთხვევის მართვას რეფერირების პროცედურებით განსაზღვრული კომპეტენციების ფარგლებში, ახდენს ბავშვზე ძალადობის ნიშნების იდენტიფიკაციას, შეფასების შედეგების ზუსტ დოკუმენტირებას და სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფას, საფუძვლიანი ეჭვის არსებობას, სავალდებულო წესით აგზავნის შეტყობინებას სააგენტოსა და პოლიციაში.

ტ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

უ) კანონით დადგენილი წესით ასრულებს მუნიციპალიტეტის მერის სხვა დავალებებს.“.

მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ყულიაშვილი