„საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 136
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/03/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 330110000.10.003.023346
136
17/03/2022
ვებგვერდი, 18/03/2022
330110000.10.003.023346
„საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №136

2022 წლის 17 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში (სსმ, №154, 25/11/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“  დანართ №3-ის:

1. პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. მე-6  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ცხელი ხაზების ნუმერაცია:

ორგანოების დასახელება

მოკლე ნომრები

საქართველოს პარლამენტი

141

საქართველოს მთავრობა

151

საქართველოს სამინისტროები

1400-1409,

1500-1509

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ერთიანი საინფორმაციო სამსახურის ნომერი, რომელიც დროებით გადაეცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ს“,  საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების შედეგად გამოწვეულ მოქალაქეთა პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე ოპერატიული რეაგირების  მიზნით ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის ამოქმედებისთვის

144

აფხაზეთის (დროებით ქ. თბილისში)

ა. რ.-ის უმაღლესი საბჭო  

1421

აჭარის ა. რ.-ის უმაღლესი საბჭო

1422

აჭარისა და აფხაზეთის (დროებით ქ. თბილისში)

ა. რ.-ების მთავრობები

143

აჭარისა და აფხაზეთის (დროებით ქ. თბილისში)

ა. რ.-ების სამინისტროები

1450-1459

სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები

146

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

1471

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

1472

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − იუსტიციის სახლი

1474

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პირველადი ჯანდაცვის ექიმების ცხელი ხაზი

1522

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – საფინანსო-ანალიტიკური სამსახური

1551

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახური

1555;

(1552-1554,

1556-1559

გაფორმების

ეკონომიკური

ზონები)

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

1420

სსიპ – საპენსიო სააგენტო

1480

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი

1481

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტი

1482

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო

1483

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი

1499

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – აწარმოე საქართველოში

1525

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

1545

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – შრომის ინსპექციის სამსახური

1575

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცხელი ხაზი

1272

სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო

1484

სსიპ − იურიდიული დახმარების სამსახური

1485

საქართველოს მთავრობის რეზერვი

1423-1429,

1486-1489,

1490-1498,

 1520-1521,

1523-1524,

1526-1529,

1540-1544,

1546-1549, 156, 1570-1574,

 1576-1579, 158-159  

.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი