„სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 5 დეკემბრის №963 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 5 დეკემბრის №963 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/03/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017215
28
16/03/2022
ვებგვერდი, 17/03/2022
140130000.22.034.017215
„სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 5 დეკემბრის №963 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №28

2022 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

 

„სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 5 დეკემბრის №963 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 5 დეკემბრის №963 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 05/12/2014, 140130000.22.034.016390) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) იარაღის დროებითი მოწმობა (ფორმა №5) (დანართი №4);“;

გ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) იარაღის დროებითი მოწმობა (ფორმა №6) (დანართი №6).“.

2. ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის:

ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2

1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო;

ბ) პნევმატური იარაღი – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პნევმატური იარაღი, რომელიც ექვემდებარება სააგენტოში რეგისტრაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) ნებართვის მფლობელი პირი –ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე, რომელსაც საკუთრებაში აქვს პნევმატური იარაღი;

დ) ფიზიკური პირი – მესაკუთრე იმ პნევმატური იარაღისა, რომლის ტარება დასაშვებია „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ;

ე) დაინტერესებული პირი – პნევმატური იარაღის მესაკუთრე (ნებართვის მფლობელი პირი ან ფიზიკური პირი), რომელიც ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების მიღების მოთხოვნით მიმართავს სააგენტოს;

ვ) რეგისტრაცია – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, სააგენტოს მიერ ნებართვის მფლობელი პირის ან ფიზიკური პირის სახელზე პნევმატური იარაღის რეგისტრაცია (პირველადი რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია, ჩამოწერა), სარეგისტრაციო სისტემასა და დოკუმენტებში ინფორმაციის აღრიცხვა;

ზ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი – ამ წესის მიზნებისათვის ეს ტერმინი მოიცავს:

ზ.ა) საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში:

ზ.ა.ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას (მათ შორის, პირადობის ელექტრონული მოწმობა), საქართველოს მოქალაქის პასპორტს;

ზ.ა.ბ) ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას – საქართველოს მოქალაქის პასპორტს ან საქართველოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ 2006 წლის 1 აპრილიდან გაცემულ მართვის მოწმობას;

ზ.ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქის  შემთხვევაში – ბინადრობის მოწმობას ან პასპორტს;

თ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა – „იარაღის რეგისტრაციის მოწმობის, სანებართვო მოწმობების ფორმების, აგრეთვე მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 დეკემბრის №1371 ბრძანების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ფორმის დოკუმენტი;

ი) სარეგისტრაციო მოწმობა – იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა ან ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი ფიზიკური და იურიდიულ პირების კუთვნილი პნევმატური იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა.

2. სააგენტოს მიერ დაინტერესებულ პირზე პნევმატური იარაღის რეგისტრაცია დასტურდება სარეგისტრაციო ჩანაწერებითა და ამ ბრძანებით განსაზღვრული შესაბამისი სარეგისტრაციო მოწმობის გაცემით.“;

ბ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაინტერესებულ პირზე პნევმატური იარაღის რეგისტრაციას, ასევე რეგისტრაციის გაუქმებას ახორციელებს სააგენტო კომპეტენციის ფარგლებში.“;

გ) მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-5 მუხლის მე-3 − მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების წარმოშობიდან 14 დღის ვადაში პნევმატური იარაღის მესაკუთრე ვალდებულია მიმართოს სააგენტოს რეგისტრაციის გაუქმების მიზნით.

4. სააგენტოს მიერ პნევმატური იარაღის რეგისტრაციის თაობაზე ჩანაწერი უქმდება პნევმატური იარაღის მესაკუთრის განცხადების ან უფლებამოსილი ორგანოდან შესაბამისი ინფორმაციის მიღების საფუძველზე.

5. დაინტერესებული პირი რეგისტრაციით მინიჭებულ უფლებამოსილებას კარგავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე გარემოების წარმოშობის დღიდან, მიუხედავად იმისა, თუ როდის გახდა აღნიშნული გარემოების შესახებ სააგენტოსათვის ცნობილი და როდის გააუქმა მან რეგისტრაცია.“;

ე) მე-6 მუხლის:

ე.ა) პირველი პუნქტის:

ე.ა.ა) „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი;

ა.ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო ნომერი, სამართლებრივი ფორმა;“;

ე.ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სარეგისტრაციო მოწმობის უნიკალური ნომერი, გაცემის თარიღი, რეგისტრაციის ვადა, ხოლო იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემისას, აგრეთვე მოწმობის კატეგორია, პნევმატური იარაღის შენახვის ადგილი.“;

ე.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფიზიკურ პირზე პნევმატური იარაღის რეგისტრაციის შედეგად გაიცემა იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა, რომელშიც მიეთითება მხოლოდ ის სარეგისტრაციო მონაცემები, რომელსაც ითვალისწინებს დამტკიცებული ფორმა. ამასთან, იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემისას გრაფაში – „ნებართვის სახე“ კეთდება ჩანაწერი „E“ (უფლება აქვს ატაროს პნევმატური იარაღი).“;

ე.გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. რეგისტრაციისას პნევმატური იარაღის შენახვის ადგილად მიეთითება ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო ნებართვის მფლობელი პირის შემთხვევაში − ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის მისამართი. ამასთან, ფიზიკურ პირს უფლება აქვს, გარდა სარეგისტრაციო მონაცემებში მითითებული პნევმატური იარაღის შენახვის ადგილისა, კუთვნილი პნევმატური იარაღი დროებით შეინახოს მისი ფაქტობრივი ადგილსამყოფელის მიხედვით, თუ იგი უზრუნველყოფს პნევმატური იარაღის შენახვის წესების დაცვას.

5. პნევმატური იარაღის რეგისტრაციაზე ვრცელდება იარაღის რეგისტრაციისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციები, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი.“;

ვ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8

1. რეგისტრაციისათვის (გარდა ჩამოწერისა) პნევმატური იარაღის ბალისტიკურ შემოწმებაზე სააგენტოში წარდგენის მიზნით, დაინტერესებული პირის სახელზე გაიცემა იარაღის დროებითი მოწმობა (ფორმა №5) (დანართი №4), რომელიც უფლებას აძლევს აღნიშნულ პირს მოწმობით განსაზღვრულ ვადაში განახორციელოს პნევმატური იარაღის გადატანა ბალისტიკური შემოწმების განმახორციელებელ ორგანოში, ხოლო შემოწმების შემდეგ პნევმატური იარაღი გადაიტანოს უკან, შენახვის ადგილზე. იარაღის დროებითი მოწმობის მქონე პირი ვალდებულია დაიცვას იარაღის გადატანა-გადაზიდვისათვის დადგენილი წესები.

2. იარაღის დროებითი მოწმობის (ფორმა №5) I ნაწილს ავსებს პნევმატური იარაღის რეგისტრაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი თანამშრომელი, რომელიც განსაზღვრავს პნევმატური იარაღის ბალისტიკური შემოწმების ჩატარების ადგილს, ხოლო გრაფით – „ძალაშია“ განისაზღვრება ვადა, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებულ პირს ეძლევა უფლება, გადაიტანოს პნევმატური იარაღი ბალისტიკური შემოწმების განსახორციელებლად.

3. იარაღის დროებითი მოწმობის (ფორმა №5) II ნაწილს ბალისტიკური შემოწმების განხორციელების შემდეგ ავსებს ბალისტიკური შემოწმების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი, რომელიც განსაზღვრავს დაინტერესებული პირის მიერ ბალისტიკური შემოწმების ადგილიდან პნევმატური იარაღის შენახვის ადგილზე გადატანის უფლებას, ხოლო გრაფით – „ძალაშია“ განისაზღვრება გადატანის უფლების მოქმედების ვადა.

4. იარაღის დროებითი მოწმობა (ფორმა №5) მოქმედებს მხოლოდ გრაფით – „ძალაშია“ განსაზღვრული ვადით, მიუხედავად მოწმობის გაცემის თარიღისა.

5. იარაღის დროებითი მოწმობის (ფორმა №5 ) გრაფით – „ძალაშია“ განსაზღვრული პნევმატური იარაღის გადატანის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული იარაღის გადატანის უფლების ვადის ათვლა შეიძლება დაიწყოს დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად. ამასთან, მოწმობის ძალაში შესვლის ვადა მოწმობის გაცემის თარიღს არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეზე მეტი ვადით.

7. პირს ერთი იარაღის დროებითი მოწმობით ენიჭება მხოლოდ ერთი ერთეული პნევმატური იარაღის გადატანის უფლება.“;

ზ) მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

მუხლი 81

1. ჩამოსაწერი პნევმატური იარაღის სააგენტოში ჩაბარების მიზნით დაინტერესებულ პირზე გაიცემა იარაღის დროებითი მოწმობა (დანართი №6), რომელიც უფლებას აძლევს აღნიშნულ პირს, მოწმობით განსაზღვრულ ვადაში განახორციელოს იარაღის შენახვის ადგილიდან ჩამოწერის განმახორციელებელ ორგანოში გადატანა. იარაღის დროებითი მოწმობის მქონე პირი ვალდებულია დაიცვას იარაღის გადატანა-გადაზიდვისათვის დადგენილი წესები.

2. იარაღის დროებით მოწმობას სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი, რომელიც განსაზღვრავს პნევმატური იარაღის ჩაბარების ადგილსა და გადატანის ვადას. პნევმატური იარაღის გადატანაზე მიცემული ვადა მიეთითება მოწმობის გრაფაში – „ძალაშია“ და იგი არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იარაღის გადატანის ვადის ათვლა შეიძლება დაიწყოს დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად. ამასთან, მოწმობის ძალაში შესვლის ვადა მოწმობის გაცემის თარიღს არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეზე მეტი ვადით.

4. პირს ერთი იარაღის დროებითი მოწმობით ენიჭება მხოლოდ ერთი ერთეული პნევმატური იარაღის გადატანის უფლება.

5. იარაღის დროებითი მოწმობის საფუძველზე პნევმატური იარაღის გადატანისას დაცული უნდა იქნეს ამ წესის დანართი №11 განსაზღვრული სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღის ტარების წესი.“.

3. ბრძანებით დამტკიცებული დანართ №11-ის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რეგისტრირებული პნევმატური იარაღის ტარების უფლების მქონე პირი ვალდებულია იარაღის ტარებისას პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად თან იქონიოს იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა.“.

4. ბრძანებით დამტკიცებული:

ა) დანართი №2 ამოღებულ იქნეს;

ბ) დანართი №4 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

გ) დანართი №5 ამოღებულ იქნეს;

დ) დანართი №6 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის 18 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური