„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/03/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/03/2022
ძალაში შესვლის თარიღი 26/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017218
31
16/03/2022
ვებგვერდი, 17/03/2022
140130000.22.034.017218
„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №31

2022 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის პირველი აგვისტოს №598 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 01/08/2012, 140130000.22.034.016122) დამტკიცებულ წესსა და პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 54- მუხლის 26-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„26. პირი, რომელმაც „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მოიპოვა ამ წესის 541 ან 542 მუხლებით დადგენილი წესით:

ა) „A2“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოსაპოვებლად ვალდებულია ჩააბაროს აღნიშნული ქვეკატეგორიის მოსაპოვებლად განსაზღვრული თეორიული და პრაქტიკული გამოცდა;

ბ) „A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოსაპოვებლად ვალდებულია ჩააბაროს აღნიშნული კატეგორიის მოსაპოვებლად განსაზღვრული თეორიული და პრაქტიკული გამოცდა, თუ მოთხოვნის მომენტისათვის, მას მოპოვებული არ აქვს „A2“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.“.

2. 541 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 542 მუხლი:

მუხლი 542. 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირისთვის „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დროებითი წესი

1. 18 წელს მიღწეულ ფიზიკურ პირს (შემდგომში – მძღოლობის კანდიდატი), რომელსაც 2022 წლის 28 მარტამდე ჰქონდა 25 კმ/სთ-ზე მეტი კონსტრუქციული სიჩქარის მქონე ორ- ან სამთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის არანაკლებ 3 (სამი) თვის გამოცდილება, უფლება აქვს 2022 წლის 26 აპრილიდან 2022 წლის 6 ივნისამდე პერიოდში „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მოიპოვოს მართვის უფლების მისაღები შესაბამისი თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწმობის გაცემის საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მართვის არანაკლებ 3 (სამი) თვის გამოცდილება უნდა დასტურდებოდეს:

ა) მძღოლობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილი განცხადებით, რომლითაც იგი ადასტურებს 2022 წლის 28 მარტამდე 25 კმ/სთ-ზე მეტი კონსტრუქციული სიჩქარის მქონე ორ- ან სამთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის გამოცდილებას;

ბ) მძღოლობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ით, რომლითაც დასტურდება 2022 წლის 28 მარტამდე მის მიერ 25 კმ/სთ-ზე მეტი კონსტრუქციული სიჩქარის მქონე ორ- ან სამთვლიანი ძრავიანი სატრანსპორტო საშუალების კანონიერად ფლობის/სარგებლობის ან აღნიშნული მახასიათებელების მქონე სატრანსპორტო საშუალების მის სახელზე რეგისტრაციის ფაქტი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ გამოიყენება, თუ სულ მცირე ორი სრულწლოვანი მოწმე წერილობით ადასტურებს მძღოლობის კანდიდატის მიერ არანაკლებ 3 (სამი) თვის განმავლობაში 25 კმ/სთ-ზე მეტი კონსტრუქციული სიჩქარის მქონე ორ- ან სამთვლიანი ძრავიანი სატრანსპორტო საშუალების კანონიერად ფლობის ან აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობის ფაქტს.

4. ამ მუხლით განსაზღვრული წესით „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოსაპოვებლად თეორიულ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატმა უნდა უპასუხოს „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტების (ბილეთები) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის №814 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ2“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №22 დანართით გათვალისწინებულ 20 საგამოცდო ტესტს (ბილეთი). თეორიულ გამოცდაზე დადებითი შეფასების მისაღებად მძღოლობის კანდიდატმა ელექტრონული ტესტირებისათვის განსაზღვრული 20 წუთის განმავლობაში უნდა დააგროვოს მინიმუმ 18 ქულა.

5. ამ წესის 211 მუხლი არ ვრცელდება ამ მუხლით განსაზღვრული წესით „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატის დაშვების შემთხვევებზე.

6. ამ მუხლით განსაზღვრული წესით „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვების შემთხვევაზე ვრცელდება ამ წესით დადგენილი მოთხოვნები, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება ამ მუხლს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 26 აპრილიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური