„იარაღის ბალისტიკური შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 7 ივლისის №576 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იარაღის ბალისტიკური შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 7 ივლისის №576 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/03/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/03/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 140120000.22.034.017216
29
16/03/2022
ვებგვერდი, 17/03/2022
140120000.22.034.017216
„იარაღის ბალისტიკური შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 7 ივლისის №576 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №29

2022 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

 

„იარაღის ბალისტიკური შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 7 ივლისის №576 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„იარაღის ბალისტიკური შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 7 ივლისის №576 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 08/07/2011, 140120000.22.034.016046) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:“

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

„იარაღის ბალისტიკური შემოწმების წესი (შემდგომში – წესი) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ კომპეტენციის ფარგლებში სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის, აგრეთვე მათი ძირითადი ელემენტების, ბალისტიკური შემოწმების, იარაღიდან გასროლის (მათ შორის, ექსპერიმენტული გასროლა), იარაღის დადამღვის წესსა და პირობებს.“;

ბ) მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 მუხლები:

მუხლი 51

1. პნევმატური იარაღის ბალისტიკური შემოწმებისას დგინდება სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღის „ტექნიკური რეგლამენტის – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლით განსაზღვრული პნევმატური იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 მარტის №223 დადგენილების დანართი №3-ით და დანართი №4-ით განსაზღვრულ მახასიათებლებთან შესაბამისობა, ასევე, იარაღის სახე, მარკა, მოდელი, საიდენტიფიკაციო ნომერი, კალიბრი, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, პნევმატური იარაღის საბაზრო ღირებულება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნით ბალისტიკური შემოწმება ხორციელდება:

ა) რეგისტრაციისათვის ან ხელახალი რეგისტრაციისათვის წარმოდგენილ პნევმატურ იარაღზე;

ბ) პნევმატური იარაღის შემადგენლობისაგან განცალკევებულად რეგისტრაციისათვის ან ხელახალი რეგისტრაციისათვის წარმოდგენილ მის ძირითად ელემენტზე;

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით, აუქციონის გზით რეალიზაციისათვის განკუთვნილ, ყადაღადადებულ პნევმატურ იარაღზე;

დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ რეალიზაციისათვის განკუთვნილ პნევმატურ იარაღზე.

მუხლი 52

1. გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგიის (გამოსახული ჯოულებში) დადგენის მიზნით პნევმატური იარაღის ბალისტიკური შემოწმებისას ხორციელდება გასროლა. გასროლისთვის საჭირო ჭურვს უზრუნველყოფს სააგენტო.

2. გასროლის განხორციელებამდე, სააგენტოს თანამშრომელი ვალდებულია განახორციელოს პნევმატური იარაღის ვიზუალური დათვალიერება, მასზე რაიმე სახის მექანიკური დაზიანების ან დეფორმაციის გამოვლენის მიზნით.

3. აკრძალულია პნევმატური იარაღიდან გასროლისას უცხო პირის დასწრება.

4. სააგენტოს (თანამშრომელს) არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა პნევმატური იარაღის გასროლისას იარაღის დაზიანებისთვის, თუ აღნიშნული არ არის გამოწვეული მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით.

5. გასროლა შეიძლება არ განხორციელდეს, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემის დადგენა შესაძლებელია რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი პნევმატური იარაღის ტექნიკური მახასიათებლების ამსახველი დოკუმენტაციით, უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული დასკვნით, ან სააგენტოსთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციით.

6. კონსტრუქციული თავისებურებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით, პნევმატური იარაღის ბალისტიკურ შემოწმებაზე ვრცელდება ამ წესით გათვალისწინებული დებულებები, თუ ამ ან 51 მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი.“;

გ) მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) სანადირო და სპორტულ პნევმატურ იარაღს ჩარჩოზე ან/და ლულაზე არ გააჩნია ან დაზიანებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის 18 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური