დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვანის მუნიციპალიტეტის 2022 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | ვანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/03/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/03/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.121.016454 |
|
„ვანის მუნიციპალიტეტის 2022 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ვანის მუნიციპალიტეტის 2022 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №28 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30.12.2021 წელი, 010250020.35.121.016442) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამის“ (დანართი №1) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) თუ ახალშობილის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა 1-დან 120 000-მდეა, ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დახმარების ოდენობა გაიზრდება 20 (ოცი) %-ით.“ 2. დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული „მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამის“ (დანართი №2) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ 5. დახმარების მიღების აუცილებელი პირობა: სავალდებულოა ოჯახის არასრულწლოვანი შვილები, დახმარების მოთხოვნამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში (ახალშობილის შემთხვევაში, დაბადებიდან დახმარების მოთხოვნამდე), უწყვეტად იყვნენ რეგისტრირებულნი და ფაქტიურად ცხოვრობდნენ ვანის მუნიციპალიტეტში.“ 3. დადგენილების მე-4 მუხლით დამტკიცებული „ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა დახმარების პროგრამის“ (დანართი №4) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. დახმარების მიღების აუცილებელი პირობა: სავალდებულოა ბენეფიციარი დაფინანსების მოთხოვნამდე ბოლო 90 (ოთხმოცდაათი) დღის განმავლობაში და პროგრამით სარგებლობის მთელი პერიოდის მანძილზე უწყვეტად იყოს რეგისტრირებული და ფაქტიურად ცხოვრობდეს ვანის მუნიციპალიტეტში.“ 4. დადგენილების მე-4 მუხლით დამტკიცებული „ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა დახმარების პროგრამის“ (დანართი №4) მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ გ) დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულებმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100, საბანკო რეკვიზიტი და ცნობა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლიდან, ბოლო 90 (ოთხმოცდაათი) დღის განმავლობაში ვანის მუნიციპალიტეტში ფაქტიურად ცხოვრების შესახებ.“ 5. დადგენილების მე-4 მუხლით დამტკიცებული „ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა დახმარების პროგრამის“ (დანართი №4) მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ დ) მე-5 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დაავადებული ბავშვის მშობელმა (მეურვემ) უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობა, ბენეფიციარის პირადობის ან დაბადების მოწმობა, ცნობა ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100, საბანკო რეკვიზიტი და ცნობა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლიდან, ბოლო 90 (ოთხმოცდაათი) დღის განმავლობაში ბენეფიციარის ვანის მუნიციპალიტეტში ფაქტიურად ცხოვრების შესახებ.“
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები