დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 მაისის №125 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 131 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/03/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/03/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110050.10.003.023341 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 მაისის №125 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/05/2013, 040110050.10.003.017291) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 24 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის მიზანია, სარგებლობის უფლება მიენიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში სააგენტოს შესთავაზებს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 24 პუნქტით განსაზღვრული ქონების სარგებლობით განხორციელებული ყოველწლიური ბრუნვიდან (ბრუნვა − სარგებლობაში გადაცემული ქონებიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი (დღგ-ის გარეშე), ხარჯების გამოკლების გარეშე) ყველაზე მაღალ საპროცენტო განაკვეთს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდება პირობებით – სარგებლობის უფლება მიენიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში სააგენტოს შესთავაზებს ყოველწლიური ბრუნვიდან ყველაზე მაღალ საპროცენტო განაკვეთს.“. 2. მე-2 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 24 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, ქონების სარგებლობაში გადაცემის საწყისი სააუქციონო ფასი შეადგენს ყოველწლიური ბრუნვის 10%-ს, ამასთან, ქონების სარგებლობაში მიმღების ყოველწლიური სარგებლობის საზღაური არ უნდა იყოს გადაცემის მომენტისათვის დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) შესაბამისი დასკვნით განსაზღვრული ქონების ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 1.5%-ზე ნაკლები. 2. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 21 და 23 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემის საწყისი საფასური (დღგ-ის გარეშე), ხოლო 22 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სარგებლობის საფასური (დღგ-ის გარეშე) განისაზღვრება დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) შესაბამისი დასკვნის საფუძველზე.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ან/და სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეცვალოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი სარგებლობის საფასური ან დაინტერესებული პირი გაათავისუფლოს მისი გადახდის ვალდებულებისგან.“; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ დებულების პირველი მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურს (დღგ-ის გარეშე), დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“. |
| მუხლი 2 |
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები