„დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების გაწევისას და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 აპრილის №173 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 130
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/03/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/03/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 06/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 040110050.10.003.023340
130
15/03/2022
ვებგვერდი, 17/03/2022
040110050.10.003.023340
„დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების გაწევისას და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 აპრილის №173 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №130

2022 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

„დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების გაწევისას და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 აპრილის №173 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების გაწევისას და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 აპრილის №173 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/04/2016, 040110050.10.003.019238) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით აუქციონის ფორმით გადაცემის მიზანია, მართვის უფლება მიენიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში სააგენტოს შესთავაზებს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით განხორციელებული ყოველწლიური ბრუნვიდან (ბრუნვა − სარგებლობაში გადაცემული ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით, სარგებლობით  მიღებული ერთობლივი შემოსავალი (დღგ-ის გარეშე), ხარჯების გამოკლების გარეშე) ყველაზე მაღალ საპროცენტო განაკვეთს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდება პირობებით, მართვის უფლება მიენიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში სააგენტოს შესთავაზებს ყოველწლიური ბრუნვიდან ყველაზე მაღალ საპროცენტო განაკვეთს.“.

2. მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2  პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით  განსაზღვრულ  შემთხვევებში ტურისტული  მომსახურების მართვის უფლებით გადაცემის საწყისი სააუქციონო ფასი შეადგენს ყოველწლიური ბრუნვის 5%-ს. ამასთან, ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით მიმღები ვალდებულია, ამ ტურისტულ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების გადაცემის შემთხვევაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ყოველწლიური ბრუნვის გადასახადთან ერთად, ყოველწლიურად, ასევე დამატებით გადაიხადოს  გადაცემული ქონების საბაზრო ღირებულების (დღგ-ის გარეშე) არანაკლებ 1.5%. გადაცემული ქონების  ღირებულებას (დღგ-ის გარეშე) ადგენს დამოუკიდებელი აუდიტორი (ექსპერტი).

2. ამ დებულების პირველი მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ტურისტული მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული ქონების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მართვის უფლებით გადაცემისთვის გადასახდელ საპროცენტო განაკვეთს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. ამასთან, ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით მიმღები ვალდებულია, ტურისტულ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების გადაცემის შემთხვევაში (ასეთის არსებობისას),  ყოველწლიური ბრუნვის გადასახადთან ერთად, ასევე ყოველწლიურად დამატებით გადაიხადოს გადაცემული ქონების საბაზრო ღირებულების (დღგ-ის გარეშე) არანაკლებ 1.5%. გადაცემული ქონების ღირებულებას (დღგ-ის გარეშე) ადგენს დამოუკიდებელი აუდიტორი (ექსპერტი).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი