„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 40/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 18/03/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.018148
40/ნ
18/03/2022
ვებგვერდი, 21/03/2022
430010000.22.022.018148
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №40/ნ

2022 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 210211, 21/02/2011; სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016055) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის" (დანართი №2) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 და მე-11 პუნქტები:

„10. იმ შემთხვევაში, თუ აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტით სახელმწიფო სასწავლო გრანტი განაწილდება ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ პირზე, ამ პირთან მიმართებით ცენტრი უფლებამოსილია ნაწილობრივ ბათილად ცნოს აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტი. 

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტში ამ მუხლის მე-7 პუნქტის დარღვევით შეყვანილ პირზე განაწილებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა ბრუნდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი